ვლადიმირ ვაისი: მინდა სადებიუტო მატჩი გამარჯვებით აღვნიშნო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან ამხანაგური მატჩის წინ "დინამო არენის" მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა.

"მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩია, გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ. ყაზახეთი არ არის იოლი მეტოქე. ვნახეთ აზერბაიჯანთან მათი მატჩი. ჩვენი მიზანი კი სამი ქულის აღებაა.

ეს ჩემი სადებიუტო მატჩი იქნება და მინდა ის მოგებით აღვნიშნო.

ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები არიან. მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ. დარწმუნებული ვარ, ასე გააგრძელებენ.

ჩვენი მიზანია, გუნდურად ვითამაშოთ, საკუთარ თავში რწმენა გვქონდეს და დაბალანსებულად ვიმოქმედოთ.

მე ვესაუბრე
ხელმძღვანელობას და ვიცით, რა გვინდა, რა მიზნები გვაქვს. საერთაშორისო დონეზე თუ რამის მიღწევა გვინდა, შედეგიანი თამაშები უნდა ჩავატაროთ და ამის საშუალება გვექნება იმ მატჩებით, რომლებიც მომავალში უნდა გავმართოთ.

რაც შეეხება ტაქტიკას, შესაძლოა, თამაშის მსვლელობისას სისტემა შევცვალოთ.

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ორი კვირის განმავლობაში არ უთამაშიათ და ხვალ მათ დიდი სურვილი ექნებათ, საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ და იმედია, ისინი ამას შეძლებენ.

ყურადღებით ვაკვირდებოდი ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ლაშა დვალი, ნიკა კაჭარავა, გიორგი აბურჯანია დავიმატეთ. მათ აქვთ ის სათამაშო დონე, რომ მთავარ გუნდში მოხვდნენ. მომეწონა მათი საქმისადმი მიდგომა და ვარჯიში. ვთვლი, რომ ისინი ტაქტიკურად 100 პროცენტით მზად არიან. ამ სამიდან ერთი ან ორი ხვალ სასატარტოში დაიწყებს თამაშს.

თუ ფეხბურთელს შეუძლია სხვდასხვა პოზიციაზე თამაში, ეს ძალიან კარგია და ამას გამოვიყენებ. საქართველოს ნაკრებს ჰყავს ასეთი ფეხბურთელები, ჯანო ანანიძის, თორნიკე ოქრიაშვილისა და ვაკო  ყაზაიშვილის სახით.

იმედია, კარგი ხელი და იღბლიანი კალამი მაქვს, რომლითაც ხვალ წარმატებულ შემადგენლობას ჩამოვწერ.

ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რა დონეზე არის და როგორი მიდგომა აქვს ფეხბურთელს ნაკრების მიმართ და როგორი დისციპლინით გამოირჩევა მოედნის მიღმა. ამიტომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ყველას დავაკვირდებით აუცილებლად. მარტო ახალგაზრდებით ვერ გავალთ ფონს, რა თქმა უნდა, გამოცდილი ფეხბურთელებიც საჭიროა.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელები გვყავს. ნეტავ ყველა ისე ემზადებოდეს, როგორც გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და ალექსანდრე ამისულაშვილი. მათ ვარჯიშებისას საქმისადმი მიდგომის ძალიან მაღალი დონე გამოავლინეს.

თუ არ გავიტანთ გოლებს, წარმატების ნაკლები შანსი გვექნება. თუ ფეხბურთელები მზად არ არიან, მაშინ რთული იქნება წარმატების მიღწევა. ამიტომ ჩვენ აქცენტს, გამოძახებულების გარდა, სხვებზეც გავაკეთებთ.

მე-5-მე-6 ადგილებისთვის თამაში უინტერესოა. წარსულში საკმაოდ კარგად თამაშობდა ნაკრები, იგივე პოლონეთთან, შოტლანდიასთან, გერმანიასთან. ჩემი ამოცანაა, ვიპოვო ის, რაც გვაკლია. ჩვენ ძალიან კარგი კოლექტივი გვყავს", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების გაყიდვა სტადიონის სალაროებში უკვე დაწყებულია. მატჩის ბილეთის ფასი 5 ლარია, ხოლო შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მინდა წარმატება ვუსურვო ახალ მწვრთნელს და რა თქმა უნდა ასევე ჩვენს ნაკრებს იქნება გვეშველოს და ამ ბიჩება ის შეძლონ რაც ცინა თმობამ ვერ შეძლო გასვლა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებები
guga
21:25 28-03-2016
0
წარმატებულ დებიუტს გისურვებთ ბ-ნო ვაის!
გუჯა კახაძე
02:06 29-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული