ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან დადებითი შედეგის მიღწევის იმედი გვაქვს

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ტალგატ ბაისუფინოვმა საქართველოსთან ამხანაგური მატჩის წინ "დინამო არენის" მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა.

"ყოველთვის კარგია მოგებით დაწყება (აზერბაიჯანი 1:0), ხვალ კი უკვე საართველოსთან მოგვიწევს თამაში. დადებითი შედეგის მიღწევის იმედი გვაქვს, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ფეხბურთელები დარწმუნებულნი არიან საკუთარ თავში პირველი მოგების შემდეგ. ამიტომ შევეცდებით, ის დაბალანსებული ფეხბურთი ვანახოთ, როგორც აზერბაიჯანთან ვითამაშეთ.

საქართველოს ნაკრები შესწავლილი გვყავს. თუ არ ვცდები, 20 მოწვეული ფეხბურთელიდან 15 ლეგიონერია, რაც ფეხბურთელების სიძლიერეზე მეტყველებს. ჩვენი მხრიდან კი, ვეცდებით, კომპაქტურად და დაბალანსებულად ვითამაშოთ.

საერთოდ, თუ ნაკრებზეა ლაპარაკი, სწორი იქნება, მთლიან გუნდზე ვისაუბროთ, თუმცა არის ერთი ფორვარდი, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. ის "ემპოლიში" (ლევან მჭედლიძე) თამაშობს, ძალიან სახიფათოა, ორივე ფეხით შეუძლია დარტყმა და საკმაოდ ათლეტური აღნაგობისაა", - განაცხადა ბაისუფინოვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების გაყიდვა სტადიონის სალაროებში უკვე დაწყებულია. ბილეთის ფასი 5 ლარია, ხოლო შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედი გაქვს მაგრამ ამ სახით?!
_svani_
19:29 28-03-2016
0
ნეტა არის რომელიმე ნაკრები ვისაც ცოტა მაინც ეშინია ჩვენი?
რეალობა
20:22 28-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული