ვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან (1:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ "დინამო არენის" მედიადარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"მწვრთნელისთვის პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. შედეგით უკმაყოფილო ვარ. რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს, ნაწილმა დავალება შეასრულა, ნაწილმა - ვერა.

ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს. ქართველი ფეხბურთელების დონიდან გამომდინარე, ყაზახეთთან უნდა მოგვეგო.

ლევან მჭედლიძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ის არ ვათამაშეთ. ამიტომ მომიწია ვაკო ყაზაიშვილის თავდასხმაში დაყენება, თუმცა ეს მისთვის იდეალური პოზიცია არ არის.

მინდოდა მეტი
ეთამაშათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლიათ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი ნავალოვსკი საუკეთესო იყო მოედანზე.

კმაყოფილი ვარ ჯაბა კანკავას, გურამ კაშიას, თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი აბურჯანიას თამაშით. აბურჯანიას აქვს პოტენციალი, მაგრამ უფრო სწრაფად უნდა ითამაშოს, თუმცა დროთა განმავლობაში ესეც გამოსწორდება.

ნუკრი რევიშვილს მივეცი შანსი, რომ ეთამაშა, რადგან კლუბში სათადარიგოთა სკამზე იყო, ხოლო გიორგი ლორიას შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება.

მომავალში მეტს ველი ვაკო ყაზაიშვილისა და ნიკა კაჭარავასგან. კაჭარავას ორი საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.

მე არ ვფიქრობ, რომ ჯანო ანანიძემ ცუდად ითამაშა, ჯანოს ღმერთისგან ბოძებული ნიჭი აქვს, თუმცა 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. როცა ის 100 პროცენტით მზად იქნება, ნაკრების შეტევა მის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

რაც შეეხება იმას, რომ კლუბში უთამაშებელ ფეხბურთელებს მივეცით ნაკრებში თამაშის შანსი, მირჩიეთ სხვა ფეხბურთელები, ვინც სტაბილურად თამაშობენ კლუბებში.

ბურთის დაკარგვის შემდეგ ქართველებს ართმევაზე თამაში არ უყვართ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ.

მესამე ადგილი მუნდიალის შესარჩევში არაფერს მოგვცემს. ყოველთვის უფრო მაღალი ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ბევრი რამ ვისწავლე და დასკვნებს გამოვიტან.

ფეხბურთელებს ველაპარაკე და შევეცადე, არ გამეკრიტიკებინა ცხელ გულზე. ვისაც მეტი პონტენცილი აქვს, უფრო მეტი უნდა მისცეს ნაკრებს", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მაისის ბოლოს გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება. 3 ივნისს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს, 7 ივნისს კი ესპანეთის ნაკრებს ხეტაფეში დავუპირისპირდებით.
მკითხველის კომენტარები / 50 /
Картул пехбуртс аклиа ис рац ар гаачниа холо рац ар гагачниа саидан моитан момецит твеши 1000 лари 7 цели да ерти сафехбурто скола амишенет да гпирдебит ром картули фехбуртис уигблоба самудамод дамтаврдеба
Ника
30 მარტი 2016 16:37
0
ჯობია ცუდად დავიწყოთ და მერე მოუმატოთ ვიდრე პირიქით
FANAT
30 მარტი 2016 16:14
0
იმედია ესაც არ გაიქცევა ყვირილით: ჯორჯიან მენტალიტეტ : დებილ!! :)
nda
30 მარტი 2016 15:29
0
სვანს
დღეს ფეხბურთელი უნივერსალი უნდა იყოს !ფეხბურთელი კარგი უნდა იყოს ართმევაშიც ,პასიც უნდა გააჩნდეს,დრიბლინგიც,ბურთის ფლობაც უნდა ეხერხებოდეს
–არ გვეყოლება შესაბამისი ფეხბურთელები და...მაშინ ძალიან იშვიათად დავამარცხებთ,,შოტლანდიას,,და გაგვიხარდება მინიმალური ანგარიშებით წაგებები,,გერმანიასთან,,(გერმანიისთვის ყველაზე ცუდ მატჩში)
ზაზა
30 მარტი 2016 15:09
0
raserchit am vaisas wveris argaparsva ki uswavlia rac mtavaria.anu imedia qartul mugamsac iswavlis rom visacetyvian is gamoizaxos (((((
666
30 მარტი 2016 14:20
0
Samarcxvinoa gushindeli tamashiii.. vis ver mougess vai pederacias da vai treners.. nakrebi odad ari gahopilio xmebi gavceldaa.
gia
30 მარტი 2016 14:12
0
ვაცადზე უნდა გამოევანა 46 ცუტზე, და არა კენია, და კატცარავა.
ანატოლი
30 მარტი 2016 14:01
0
ზაზა-ს ეხლა გახდა კანკავა ცუდი "იგროკი" რაუნდა დაივიწყო დაგავიწყდა როგორ აქ ჩატარებული თამაშები გერმანიასთან შოტლანდიასთან გავაგრძელოოო)) al- გეთანხმები 100 პროცენტით და მაღალი პასებიიით?!! ბიჭი მეტრანახევარია და მაღალი პასებით გინდა ფონს გასვლა?! ვისთან ყაზახეთთან?!! რომელსაც ფეხბურთის თამაში მართლა არ იციან და სიმაღლე აქვთ იცოცხლე
_svani_
30 მარტი 2016 13:36
0
ისევ უაზრო ფეხბურთი,აბდა-უბდა თამაში,არავითარი თაქტიკა,გააზრებული კომბინაცია,რომ იძახით პირველი თამაში იყოო,საერთოდ აზრზე ხართ ფეხბურთში,სწორედაც ახალი მწვრთნელების 95 პროცენტი იგებს სწორედაც პირველ თამაშებს,მეორეც მჭედლიძის იმედი,რომ გექნებათ,ხალხო საერთოდ იცით რა თამაშია ფეხბურთი,მჭედლიძე რა დონის გუნდში თამაშობს?ან სათამაშო პრაქტიკა რამდენი აქვს მას,მართლაც ერთი თვე თამაშობს,სათათარიგოდან და ერთი წელი მკურნალობს,ან რაღადროს ყენიაა,ან ვაწაძე რისი მაქნისია,ან ამისულაშვილს რა უნდა ნაკრებში,საწყალი ძლივს დადის,კიდევ ვიმეორებ და შეიგნეთ, დღეს საქართველოში არის კატასტროფული სიტუაცია,ასეთი სიტუაცია არ ყოფილა არასდროს,დღეს საქართველოში არ არსებობს ევროპის დონის საშუალო ფეხბურთელი,ამიტომ ვაისები და პრაისები ვერაფერს იზამენ,ხოლო ფეხბურთის ფედერაციაში მოსულები არიან ხალხი ფულის საკეთებლად,რომელია ერთი საქმის მცოდნე და საქმის გამკეთებელი,მათ მხოლოდ და მხოლოდ ფული აინტერესებთ.
roma
30 მარტი 2016 13:33
0
loria da makaridze mekareebi.ra revishvili kargit ra...
666
30 მარტი 2016 13:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული