ვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთთან (1:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ "დინამო არენის" მედიადარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"მწვრთნელისთვის პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. შედეგით უკმაყოფილო ვარ. რაც შეეხება კონკრეტულ ფეხბურთელებს, ნაწილმა დავალება შეასრულა, ნაწილმა - ვერა.

ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს. ქართველი ფეხბურთელების დონიდან გამომდინარე, ყაზახეთთან უნდა მოგვეგო.

ლევან მჭედლიძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ის არ ვათამაშეთ. ამიტომ მომიწია ვაკო ყაზაიშვილის თავდასხმაში დაყენება, თუმცა ეს მისთვის იდეალური პოზიცია არ არის.

მინდოდა მეტი
ეთამაშათ იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლიათ.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გიორგი ნავალოვსკი საუკეთესო იყო მოედანზე.

კმაყოფილი ვარ ჯაბა კანკავას, გურამ კაშიას, თორნიკე ოქრიაშვილისა და გიორგი აბურჯანიას თამაშით. აბურჯანიას აქვს პოტენციალი, მაგრამ უფრო სწრაფად უნდა ითამაშოს, თუმცა დროთა განმავლობაში ესეც გამოსწორდება.

ნუკრი რევიშვილს მივეცი შანსი, რომ ეთამაშა, რადგან კლუბში სათადარიგოთა სკამზე იყო, ხოლო გიორგი ლორიას შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება.

მომავალში მეტს ველი ვაკო ყაზაიშვილისა და ნიკა კაჭარავასგან. კაჭარავას ორი საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა.

მე არ ვფიქრობ, რომ ჯანო ანანიძემ ცუდად ითამაშა, ჯანოს ღმერთისგან ბოძებული ნიჭი აქვს, თუმცა 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არ არის. როცა ის 100 პროცენტით მზად იქნება, ნაკრების შეტევა მის გარეშე ვერ წარმომიდგენია.

რაც შეეხება იმას, რომ კლუბში უთამაშებელ ფეხბურთელებს მივეცით ნაკრებში თამაშის შანსი, მირჩიეთ სხვა ფეხბურთელები, ვინც სტაბილურად თამაშობენ კლუბებში.

ბურთის დაკარგვის შემდეგ ქართველებს ართმევაზე თამაში არ უყვართ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ.

მესამე ადგილი მუნდიალის შესარჩევში არაფერს მოგვცემს. ყოველთვის უფრო მაღალი ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ბევრი რამ ვისწავლე და დასკვნებს გამოვიტან.

ფეხბურთელებს ველაპარაკე და შევეცადე, არ გამეკრიტიკებინა ცხელ გულზე. ვისაც მეტი პონტენცილი აქვს, უფრო მეტი უნდა მისცეს ნაკრებს", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები მაისის ბოლოს გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება. 3 ივნისს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს, 7 ივნისს კი ესპანეთის ნაკრებს ხეტაფეში დავუპირისპირდებით.
მკითხველის კომენტარები / 50 /
ამ ნაკრებით(თუ დაგვიშვებენ) შეიძლება ქალთა ფეხბურთში მივაღწიოთ რაღაც შედეგს
აიკრძალოს ფეხბურთი კონსტიტუციით!
30 მარტი 2016 10:14
0
მსოფლიოს 10 საუკეთესო მწვრთნელების კონსილიუმს რო ჩააბარო ეს ნაკრები არაფერი გამოვა.რაღაც ჯიგარი აკლიათ თიტქოს.სანამ ბავშვთა ფეხბურთი არ განვითარდება არაფერი არ გვეშველება
gela
30 მარტი 2016 10:03
0
ესენი ისეთივე ტაქტიკით თამაშობდენ რასაც ცხადაძის დროს შემადგენლობაც თითქმის იგივე ერთი გამოკლებით ჭანტურია იყო ძირითადში რაც შეეხება თამაშს პირველი ტაიმი კარგი იყო მეორე არა ოქრიაშვილი დიდხანს ათრევს ბურთს ანანიძე და ყაზაიშვილი საერთოდ ვერ ვიცანი ისე მოკლებული აქვთ ამისულაშვილი ლობჟანიძე არარიან ნაკრების დონის არცერთი და არცმეორე კანკავამ თუ ასე გააგრძელა კაცნაკლული მოგვიწევს ყველა თამაშის ჩატარება ვაწაძე არუნდა იყოს აწი გამოძახებული ახალგაზრდულიდან შეიძლება ორი სამი კაცის დამატება სამწუხაროდ ფეხბურთელი რომელსაც ყველაზე მეტს აკრიტიკებენ და ლანძღავენ მოედანზე იყო საუკეთესო.არავითარი კრეატივი შეტევაში ისეთივე ფაფხური როგორიც იყო ცხადაძის დროს მაგრამ ამ ეტაპზე მეტს არც ველოდი გუნდი უნდა გადახალისდეს და უფრო უნდა ენდონ ახალგაზრდებს რადგან ამ თაობამ თავისი უკვე მოჭამა ესენი სხვანაირ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებენ და კიდე ეგეთ ნაკრებს არ ჭირდება ნახევარმილიონიანი მწვრთნელი.ეხლა უკვე აღარ მიკვირს ამათი ესტონეთთან განადგურება.სამწუხარო რეალობა ეგეთია ფეხბურთი როგორც ასეთი არაგვაქ რა მესამე ადგილი რა ცხადაძე რა შედეგი ამ გუნდით ილუზიონისტი უნდა იყო ან ჯადოქარი შედეგი რო დადო.
qutaiseli
30 მარტი 2016 09:59
0
ვაისი უის შეეყარა....კობიაშვილი თუ არის კმაყოფილი ჩვენი ნაკრეებების თამაშით... კითხეთ ერთი რა///////
rezi
30 მარტი 2016 09:56
0
კანკავა და კაშია დავუმატოდ ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს და ნახავთ ბურთის ართმევა თუ დაეზარება, მიეცით ასპარეზი ახლებს ვისაც სირბილი არ ეზარება.
kaxa
30 მარტი 2016 09:54
0
მწვრთნელს რა თქმა უნდა დრო სჭირდება გუნდის დასაწყობად კარგია რომ შემტევ და აგრესიულ სტილზე უნდა გუნდის დაყენება, ფეხბურთელებს ეტყობოდათ, რომ ფიზიკურად ვერ იყვნენ მზად,ვერ ითამაშეს პრესინგი, უჭირდათ შეტევაში გადასვლა, დაცვა რამდენჯერმე ჩავარდა, განაპირა მცველები ვერ ასწრებდნენ უკან დაბრუნებას. კარგია რომ მეტოქის საჯარიმოსთან აკეთებენ რამდენიმე პასს, ცდილობენ ბურთი აკონტროლონ. შემდეგ თმაშებში რა თქმა უნდა უკეთესად ითამაშებენ.
ლაშა
30 მარტი 2016 09:52
0
dave"-დვალიშვილის ნათამაშები ფეხბურთი არ გაიშვა, ეს ისე გამოგივიდა "კოსტაი, ხეთაი, გუროი...", რა ბევრი სხვა გყავს ამ ბიჭების გარდა. ვაცადოთ, ზაფხულში ვნახავთ რა პერსპექტივა გვექნება. ისე, რევიშვილს აღარ გამოვიძახებდი - მეკარემ ფეხით თამაში და "ნორმალური" გამოსვლა არ იცის. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბიჭები თავთავის ამპლუაში არ თამაშობდნენ. ამას უნდა მიაგნოს ვაისმა, ცხადაძემ რაღაც დაგვანახა და იმედი გაგვიჩინა. ისე გეთანხმებით: - ეს მხოლოდ და მხოლოდ ყაზახეთია და ასეთ გუნდებს უნდა ვუგებდეთ თავისუფლად მეორე შემადგენლობით და თანაც დიდი ანგარიშით. ვნახოთ რა გამოვა, მოვითმენთ ზაფხულამდე და თუ შედეგი ვერ დადო ვაისმა, სასწრაფოდ შესაცვლელი იქნება თორემ შესარჩევს ამჯერადაც ჩავაგდებთ.
გიორგი
30 მარტი 2016 09:47
0
როდის ვანგრევდით ერთი ყაზახეთს, გუშინ რომ ბრდღვნა არ დავვეტოვებინა მისგან, ეგ მიკვირს. ბოლო 10 წელია ვისაც არ ეზარება, ყველა გვიგებს და ერთ დღეში ტოპ ნაკრებად გადაქცევას ველოდებით? არ იქნება ასე. გუშინ ყაზახეთს ორი თავით ვაჯობეთ, იყო უამრავი მომენტი თუ შესაძლებლობა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ვუტევდით, მომენტებს ვქმნიდით. დროდადრო იყო საკმაოდ დიდი ქაოსიც, თუმცა ამას მოევლება.

ის ობსტრუქცია თამაშის მერე არ იყო სამართლიანი - გულშემატკივარი გვერდში უნდა ედგეს ნაკრბს და არა ჩასაფრებული კაცის პოზიციაში უყურებდეს.
Kote
30 მარტი 2016 09:44
0
ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, პრობლემა მწვრთნელში რომ არაა, რამდენი მწვრთნელი შეიცვალა და რატომღაც შედეგი იგივეა ყოველთვის. პრობლემა ვეძებოთ ფედერაციაში და დაბალი დონის ფეხბურთელებში.
zura
30 მარტი 2016 09:26
0
ნაკრების თამაში უხარისხო იყო ,ფეხბურთელები მოძრაობდენ ნელა და ეტყობა რომ წონაში არიან,მთლიანად აღებული ალბათ 50კგ.მეტი იყვნენ სასურველ წონამდე.ოხ რა ძნელია ამის ფონზე 90 წუთი სირბილი.გარდა ამისა ბურთს აწვალებენ და აკეთებენ დაგვიანებულ გადაცემას.მაშინ როდესაც მათ გაუჭირდებოდათ ბურთის შენარჩუნება შემდეგ აძლევდენ უხეირო პასს.
თენგიზ გაგუა
30 მარტი 2016 09:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული