შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველ მატჩში ჩვენი ნაკრები ამხანაგურად ყაზახეთის ნაკრებს "დინამო არენაზე" გაეჯიბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო გუნდის მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის - ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და სასიხარულო ამბავია, რომ სადებიუტო მატჩშივე მენდო და ძირითადში დამაყენა.
გუნდის თამაშში შეინიშნებოდა ნერვიულობის ფაქტორი. ახალი მწვრთნელია, ახალი მოთხოვნები აქვს, ახალი ტაქტიკაა და
წინ ნაყოფიერი შეკრება გველის, რამდენიმე კარგი ამხანაგური მატჩი გვაქვს კიდევ და ეს მხოლოდ დადებითად წაგვადგება. სამივე მატჩს მაქსიმალურად გამოვიყენებთ შეცდომების გამოსასწორებლად და შესარჩევ ეტაპს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით", - გვითხრა გიორგიმ.