საქართველოს ნაკრების მეტოქე სერბეთი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
სერბეთის ეროვნული ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რადოვან ჩურჩიჩს კონტრაქტი გაუწყდა. მოგეხსენებათ, სერბეთი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში და ბალკანელთა ამბებიც ამად გვაინტერესებს.

როგორც სერბული მედია იტყობინება, ჩურჩიჩთან ერთად თანამდებობა დატოვა ნაკრების დირექტორმა, ახლო წარსულში ცნობილმა ფორვარდმა - სავო მილოშევიჩმაც. ის ჩურჩიჩის თანამოაზრედ მიიჩნეოდა...

ვინ შეცვლის ნაკრებიდან წასულ მწვრთნელს? სერბული მედია ფავორიტად სლავოლუბ მუსლინს მიიჩნევს. მუსლინმა კარგა ხნის განმავლობაში წ
არმატებით იმუშავა რუსეთში. მათ შორის, ის წვრთნიდა ქართველ ფეხბურთელებსაც.

62 წლის დამრიგებელს სანაკრებო გამოცდილება არ აქვს. ბოლო დროს ის ვეღარ არის ძველებურად წარმატებული. მუსლინი უკანასკნელად ბელგიური "სტანდარდის" მთავარი მწვრთნელი იყო.

აქა-იქ სინიშა მიხაილოვიჩის კანდიდატურაც გამოკრთება ხოლმე, თუმცა, წესით, მუსლინის ვარიანტი უფრო რეალური უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ სინიშას რამდენიმე იტალიურ კლუბს უკავშირებენ, მათ შორის - "ლაციოს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული