ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი ეროვნული გუნდი 24 მაისს შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება და ლინცთან ახლოს დაბინავდება. 27 მაისს საქართველოს ნაკრები ქალაქ ველსში სლოვაკეთს გაეჯიბრება, 3 ივნისს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებს ამხანაგურ მატჩს, 7 ივნისს კი მადრიდში ესპანეთს შეხვდება. სამივე მეტოქე ევრო 2016-ის ფინალური ეტაპისთვის ემზადება.

ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში სამ ახალწვეულს უხმო: ჩეხური "ტეპლიცეს“ მცველი, აშშ-ში დაბადებული ქართველი ზურაბ ცისკარიძე პირველად მოირგებს ისტორიული სამშობლოს ეროვნული გუნდის მაისურს. პირველად გამოიძახეს თბილისის "დინამოს“ ნახევარმცველებიც: ჯაბა ჯიღაური და
ვახტანგ ჭანტურიშვილი
.

ვაისი ტრავმის გამო ვერ დაიხმარებს რუსული "კრილია სოვეტოვის“ მეკარეს, გიორგი ლორიას. რაც შეეხებათ ესპანური "ხიმნასტიკის“ ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიას და გერმანული "დუისბურგის“ შემტევ გიორგი ჭანტურიას, მათ კლუბებს უმნიშვნელოვანესი მატჩები უწევთ და ფედერაციასთან შეთანხმებით, სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ შეუერთდებიან ნაკრებს.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენშე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო");

მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბ), ლაშა დვალი ("შლიონსკი", პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბ), უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბ), გიორგი ნავალოვსკი ("სკა-ენერგია", რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირსფორი", თურქეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("დინამო", თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ქვილითაია ("დინამო", თბ), გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია).

21 მაისს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ჰუალინგში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 31 /
khocholava isev ar gamoidzaxes? ukrainis nakrebshi rom itamashebs mere imtvriet tavebi
fifia1974
11:25 25-05-2016
0
rato ar aris hufnageli gamodzaxebuli nakrebshi?evropili mentalitetis motamasheebi gvchirdeba torem chanruriebi da okriashvileb sul gvyzvdnen da ra gsmolevs kidev asetebs.kaia ciskaridze rom gsmoidzaxes,egec ara chveneburi mentalitetisaa da mito mara hufnageli sachiro iyo da bevri aseti kidev tu gveyoleba vinme
bacho
15:43 21-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული