საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით მეორე მატჩი ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან ამხანაგურად გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა არაოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირა, გოლი კი უკვე მე-5 წუთზე გაუშვა. თავი ადამ ნემეცმა გამოიჩინა, რომელმაც მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე დუბლიც მიითვალა. ვაისის თანამემამულეებმა მესამე გოლი ნუკრი რევიშვილის კარში საჯირიმო დარტყმით 70-ე წუთზე გაიტანეს - თავი ადამ ზრელაკმა გამოიჩინა.

აქედან ზუსტად ერთ წუთში უკვე ლევან ყენიამ გაიტანა პრესტიჟის გოლი. ყენიამ ჯერ ერთი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან,
შემდეგ კი უძლიერესი დარტყმით გაიტანა. საბოლოოდ 1:3 და აშკარაა, საქართველოს ნაკრების თავკაცს საფიქრალი უხვად აქვს.

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთთან შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდათ ვახტანგ ჭანტურიშვილსა და ჯაბა ჯიღაურს.

ჩვენი გუნდი ავსტრიიდან ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს ამხანაგურად რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი (79, ჯაბა ჯიღაური), თორნიკე ოქრიაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი (46, ლევან ყენია), სანდრო კობახიძე (46, ალეკო ამისულაშვილი), გიორგი ნავალოვსკი (66, ლაშა დვალი), ლევან მჭედლიძე (46, გიორგი ქვილითაია).

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 66 /
სასწრაფოდ მოაშორეთ კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას,ცხადაძე დააბრუნეთ და ნაკრებსაც ეშველება.არავის არ ჭირდება მკითხავებისა და ვითომ სპეციალისტების ნააზრევი.ფაქტია,რომ ცხადაძის დროს ნაკრებმა ფეხბურთის თამაში დაიწყო.
kibo
19:10 28-05-2016
0
თქვენ ის გულშემატკივრები არ ხართ არველაძეს რო ა... ბურთი უნებურად საჯარიმოსკენ რო ჩააბრუნა?! თქვენ იყავით ალბათ კალაძეს რო .... 2 ბურთი რო ჩაჭრა საკუთარ კარში,თქვენვე იქნებოდით თემურას რო ადიდებდით ხორვატიას რო მოვუგეთ და კიდევ რამდენი ასეთი მაგალითი?! თქვენნაირი ვაი გულშემატკივარი ვერასდროს ვერ გაძღება,ვინც არ უნდა მოვიდეს (ყველას არ ეხება) ! ეს არის გაცნობითი ხასიათის მატჩები,ერთ და ორ წელიწადში გუნდი რომელსაც ნაკრები ჰქვია ვერ აეწყობა.. ცხადაძეს ცუდად მოექცნენ კი! მაგრამ ეგ ხომ უკვე წარსულია,ნუ მისტირით,რაც გვყავს ეს გვყავს,ამით უნდა გავიდეთ ფონს. საღად ვიაზროვნოთ,გამოსცადოს ვინც სად უნდა,ნახოს,ეს ხიმ ამხანაგურებია,წააგოს კიდეც,ოღონდ ბრძოლაში... დავიჯეროთ ჩვენი ბიჭების! ვინც არ ივარგებს,აღარ ითამაშებს... მოთმინება!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული