ვლადიმირ ვაისი: სლოვაკეთი ყველაფერში უკეთესი იყო

AutoSharing Option
27 მაისს ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა სლოვაკეთის წინააღმდეგ და 1:3 დათმო.

- საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა [VIDEO+PHOTO]

თამაშის შემდეგ სლოვაკურმა pluska.sk-მ ვლადიმირ ვაისთან ინტერვიუ შემოგვთავაზა:

- როგორ შეაფასებდით საქართველოსა და სლოვაკეთის ამხანაგურ მატჩს?
- ჩვენი მხრიდან ცუდი მატჩი იყო. მეტოქე უფრო ძლიერი იყო ფიზიკურად, უფრო ორგანიზებული და ფორმაშიცაა. ჩვენ კი ძალიან იოლი გოლები გავუშვით. მესამე გოლი განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო. ჩვენ გვაკლდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, მაგრამ ეს არ არის გამამართლებელი საბუთი. მოკლედ, სლოვაკეთი ყველაფერში უკეთესი
იყო.

- ამ თამაშის მერე, როგორ აფასებთ სლოვაკეთის ნაკრების შანსებს ევრო 2016-ზე?
- დიდი იმედებით, მე ვიქნები ევრო 2016-ზე და ნაკრებს ვუგულშემატკივრებ. თან, უნდა დავზვერო საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეები საკვალიფიკაციო ეტაპზე. სლოვაკეთს ძლიერი მეტოქეები ჰყავს ევროზე და ისე არ უნდა ეთამაშოს მათ, როგორც ჩვენ ვეთამაშეთ სლოვაკებს. ეს იანკომ (იან კოზაკი) ძალიან კარგად იცის.

- თქვენს შვილს არ უთამაშია...
- გასაგებია. იანკო ძალიან გულისხმიერი კაცია და არ ათამაშა შვილი მამის წინააღმდეგ.

- თამაშამდე იან კოზაკთან კარგა ხანს ისაუბრეთ. რაზე?
- ფეხბურთსა და ცხოვრებაზე. ბევრი რამ საერთო გვაქვს და ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს.

- ვის გამოარჩევდით თამაშიდან?
- ულაპარაკოდ ადამ ნემეცს. მან დაამტკიცა, რომ გოლის გატანა არ დავიწყნია, თუმცა ჩვენი შეცდომები გამოიყენა. დაამტკიცა, რომ კვლავ მაღალი კლასი აქვს. ახალგაზრდები, ბერო და ზრელაკი იბრძვიან ადგილისთვის და მწვრთნელს გაუჭირდება საბოლოო განაცხადის გამოქვეყნება. მე ორივე მომეწონა, შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი ევრო 2016-ის განაცხადშიც მოხვდეს.

- სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ არასოდეს გითამაშიათ, რას შეადარებთ ამ გრძნობას?
- მწვრთნელისთვის ყოველთვის ცუდია, როცა აგებს. ფეხბურთში ასეთი რამ ხდება და უნდა შეეგუო, რომ შეიძლება შენიანების წინააღმდეგ მოგიწიოს თამაში.
მკითხველის კომენტარები / 10 /
"ისე , როგორც სპორტცმენებს, არ უტყდებათ სულ რო აგებენ?? აი სულ რო აგებ შინ და გარეთ... ნუთუ არ ბრაზდებიან , ან რამე ჟილკა არ ააქვთ" რის ჟილკა,რისი სირცხვილი,ხომ იცით ღორი რომ.... ისეა მაგათი საქმე
მურთაზი
12:34 30-05-2016
0
გერმანიისთვის ამ სლოვაკეთს არ მოუგია, ის მთავარი გუნგი იყო. ჩვენ მოგვიგო იმ ფეხბურთელების ნაკრებმა რომლებიც ევროჩემპიონატის განაცხადში მოხვედრისთვის იბრძვის ანუ მეორე-მესამე ნაკრებმა
auee-s
11:57 30-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული