საქართველოსთან მატჩში რუმინელები ადრიან მუტუს გააცილებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს მორიგი ამხანაგური მატჩი ევრო 2016-ის მონაწილე რუმინეთთან აქვს.

ეს მატჩი 3 ივნისს ბუქარესტში გაიმართება და რუმინელთათვის ევროპის ჩემპიონატის წინ უკანასკნელი რეპეტიციაა. 5 ივნისს რუმინეთის ნაკრები საფრანგეთში გაფრინდება, ხოლო 10-ში გუნდს გახსნის მატჩი ელის ფრანგებთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩს რუმინელები ადრიან მუტუს მიუძღვნიან. გასულ კვირას 37 წლის ვარსკვლავმა გამოაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას ასრულებს.

მუტუს "ინტერში", "ჩელსიში", "იუვენტუსში", "ფიორენტინასა" და სხვა კლუბებში უთამაშია. 2000-13 წლებში მან რუმინეთის ნაკრებში 77 მატჩი გამართა და 35 გოლი გაიტანა.

რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია მუტუს
საქართველოსთან მატჩის წინ ოფიციალურ გაცილებას მოუწყობს, თუმცა ვეტერანი მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უეჭველი დუბლს შეასრულებს,))))
ალექსანდრე
05:10 01-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული