საქართველოს ნაკრებმა ავსტრიული შეკრება დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიაში ერთკვირიანი შეკრება დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ავსტრიის დაბა ფელდკირხენში ბოლო ვარჯიში 1-ელ ივნისს, დილით ჩაატარა.

ეროვნულ გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს ტარაგონას "ხიმნასტიკის" 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, რომელიც სეგუნდა დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების გამო გუნდს სლოვაკეთთან თამაშის შემდეგ შეუერთდა.

ავსტრიაში გამართულ დასკვნით ვარჯიშებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.

საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს ვენიდან ბუქარესტში გაემგზავრება. მსოფლიო რეიტინგის მეცხრამეტე ნაკრებთან შეხვედრამდე კი ბოლო ვარჯიშს ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე 2 ივნისს ჩაატარებს.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში
მონაწილე რუმინეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური თამაში 3 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

რუმინეთში საქართველოს ნაკრები 24-კაციანი შემადგენლობით მიემგზავრება.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია (ხიმნასტიკი, ესპანეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესკიშეჰირსპორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ), გიორგი ჭანტურია (დუისბურგი, გერმანია).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
sportall.ge-ს არ ვიცი გაითვალისწინებთ თუ არა მაგრამ მაინც დაგიწერთ :) ჩემი თხოვნა იქნება და ალბათ ბევრის სურვილიც რომ საიტზე რაღაცეები შეცვალოთ, პირადად მე კომენტარის დატოვების სტილი არ მომწონს და ხან მაღიზიანებს კიდეც, ხშირად ყოფილა რაღაც დამიწერია და არ გამოქვეყებულა, ამიტომ უკეთესი იქნება თუ ამას შეცვლით და ისე იქნება რომ კომენტარი დაწერისთანავე ქვეყნდებოდეს როგორც სხვა საიტებზე, ესე უფრო სწორი და სამართლიანი მგონია :)
Akaki
16:23 01-06-2016
0
ვეთანხმები აკაკოს. სანამ თქვენ გადაამოწმებთ ჩემ კომენტარს და მერე ან გაუშვებთ ან არა იმდენი დრო გადის ფაქტიურად აზროც არ აქვს, მეორედ ის სტატია შეიძლება სულ აღარ ვნახო და მკითხველს შორის დებატებიც არ გამოვიდეს.
დათო
17:08 01-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული