გიორგი აბურჯანია: მნიშვნელოვანია შედეგიც და კარგი თამაშის ჩვენებაც

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიაში ერთკვირიანი შეკრება დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ავსტრიის დაბა ფელდკირხენში ბოლო ვარჯიში 1-ელ ივნისს, დილით ჩაატარა.

ეროვნულ გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს ტარაგონას "ხიმნასტიკის" 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, რომელიც სეგუნდა დივიზიონის გადამწყვეტი მატჩების გამო გუნდს სლოვაკეთთან თამაშის შემდეგ შეურთდა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, რომ გაითვალისწინეს გუნდის თხოვნა და მდგომარეობა და მომცეს საშუალება, ესპანეთში კლუბთან ერთად ვყოფილიყავი გადამწყვეტ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად.

ნაკრებს შევუერთდი, უკვე მქონდა პირველი ვარჯიში და ვემზადებით მატჩებისთვის.

კონცენტრირებულები ვართ
ჯერ რუმინეთთან შეხვედრაზე და შემდეგ გავაკეთებთ აქცენტს ესპანეთზე. ამხანაგური თამაშებია და მნიშვნელოვანია შედეგიც და კარგი თამაშის ჩვენებაც", - ამბობს გიორგი აბურჯანია.

ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მიმდინარე წლის მარტში ყახაზეთთან შეხვედრაში ჰქონდა, მისი კლუბი კი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გადასვლის რეალური კანდიდატია.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული