საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 14 პოზიციით დაქვეითდა

AutoSharing Option
2 ივნისს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა საგრძნობი დაღმასვლა განიცადა.

საქართველოს ნაკრები ახალ რეიტინგში წინა თვესთან შედარებით 14 პოზიციით დაქვეითდა და 260 ქულით ამჟამად 137-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, "ჯვაროსნებმა" მაისში ერთი ამხანაგური მატჩი სლოვაკეთთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

- სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

აქვე შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს საქართველოს ნაკრები რუმინეთს შეხვდება, ხოლო 7 ივნისს ესპანეთს ვეთამაშებით.

მცირე ცვლილებაა საუკეთესო ათეულში - ჩილემ ორი პოზიცია დაკარგა და ამჟამად მეხუთეა, ხოლო
კოლუმბია მესამეზე გადავიდა, გერმანია კი - მეოთხეზე. აღსანიშნავია, რომ ათეულიდან გავარდა ინგლისი და მისი ადგილი ავსტრიამ დაიკავა.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 34 /
ეს პირგაუპარსავობა რაღა სენია, თითქოს უხდებოდეთ, ძლივს დაათრევენ თავს.თხასავით აცაცანცარებენ!!!!
დათო
16:45 02-06-2016
0
ჩვენს უკან არის. აზერბაიჯანი, მაკედონია, ბარბადოსი, ქუვეითი.
გვისწრებენ: ტანზანია, ნამიბია, თურქმენეთი, ვიეტნამი.
Zura
16:46 02-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული