გიორგი ჭანტურია: უკრაინასთან წაგების მერე რუმინეთი ძალიან მოტივირებული იქნება

AutoSharing Option
3 ივნისს საქართველოს ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩის წინ რუმინულ Dolce Sport-თან საუბარში გიორგი ჭანტურიამ შემდეგი განაცხადა:

"ვიცი, რომ რუმინეთის ნაკრებმა წინა მატჩი უკრაინასთან წააგო. ამიტომაც გუნდი ძალიან მოტივირებული გამოვა, რომ გამარჯვება იზეიმოს და ისე გაემგზავროს ევროპის ჩემპიონატზე. მაგრამ ჩვენც შევეცდებით, საუკეთესოდ ვითამაშოთ და ყველაფერი გავიღოთ მოედანზე ნაკრებისთვის".

შეგახსენებთ, რომ ჭანტურიამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. ის ვერ ითამაშებს რუმინელთა წინააღმდეგ, თუმცა ნაკრების შეკრებაზე რჩება და შესაძლოა, ბოლო ამხანაგურ მატჩში, ესპანელებთან მონაწილეობა მიიღოს.

გიორგი ჭანტურია სეზონ-ნახევარი რუმინულ "კლუჟში" ასპარეზობდა,
სადაც 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა რუმინეთის ჩემპიონატებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული