რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძალიან გვინდა, საქართველოს ნაკრებს სხვა თიკუნი მოვუძებნოთ, მაგრამ არ გამოდის. როგორ გინდა, წერო თამაშზე, რომელშიც საქართველოს პირველმა გუნდმა საკუთარ ქვეყანასა და გულშემატკივარს ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა...

ვლადიმირ ვაისი: ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში...

დღის კარიკატურა: საქართველოს ნაკრები, როგორც "მსხალი"

როგორც დიდოელი ლეკის ნაბადი...
...დღეს ფეხბურთს ასე აღარავინ თამაშობს, აღარავინ უშვებს ასეთ გოლებს და ეს ასე რომ არ მოხდეს, გროსმაისტერი მწვრთნელი სულაც არ არის საჭირო. საჭიროა ელემენტარული საფეხბურთო თავმოყვარეობა, რომელიც ჩვენს ნაკრებს არ გააჩნია.

დიახ, ბატონებო, დროა აღიაროთ - თქვენ მიერ
განსაკუთრებით ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში ნაჩვენებ ფეხბურთს საერთო არაფერი აქვს პროფესიულ ფეხბურთთან. არადა, ნაკრებში მოყვარულებივით მოთამაშეები საკუთარ კლუბებში დროდადრო მაინც ახერხებთ რაღაცას. ძალიან არ მინდა, ვიფიქრო, რომ ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებთ, მაგრამ სხვა გამოსავალს აღარ მიტოვებთ. ძალიან კარგად იცით - თუნდაც ერთი თამაში რომ ჩაატაროთ ასე საკუთარ კლუბებში, იქ არავინ გაგაჩერებთ!

თუ კლუბებში თამაშობთ რაღაც დონეზე მაინც, რას ერჩით საქართველოს ნაკრებს და ჩვენს ნერვებს? რატომ თელავთ ქართული ფეხბურთის ისედაც შელახულ იმიჯს დიდოელი ლეკის ნაბადივით? ნუთუ, გგონიათ, რომ ეს ქვეყანა ვალშია თქვენთან?

ცივი გონებით უნდა დავწერო - საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის ადგილას რომ ვიყო, დღესვე საჯარო ბოდიშს მოვიხდიდი ქართველი გულშემატკივრის წინაშე და გავაკეთებდი განცხადებას ნაკრებიდან წასვლის თაობაზე. გავაკეთებდი, რადგან ჩვენი ფეხბურთელების სოლიდური ნაწილი, მომატების მაგივრად, აშკარად უკლებს თამაშს.

გაუგებარია, როგორ უნდა ითამაშო ასე ინფანტილურად მაშინ, როცა ეროვნული გუნდის მაისურა გაცვია?! როცა იცავ ქვეყნის პრესტიჟს?!. როგორ უნდა ითამაშო ისე, თითქოს უბანში, მეგობრებთან სალაღობოდ აგორებ ბურთს?!

საქართველოს ნაკრების ეს ანტიფეხბურთი ვერც ჯანო ანანიძის, გიორგი ლორიას, გიორგი ჭანტურიასა და ჯაბა კანკავას არყოფნით გამართლდება. საერთოდ, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ამას გაამართლებდა...

თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც ვლადიმირ ვაისი ასცდება. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ამაზე უარესიც გვინახავს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, თუ რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს 6 ნომინალური მცველით დავიწყებდით.

ფაქტია, არასწორად შეირჩა შემადგენლობა. ვაისი ჯერაც ვერ მიხვდა ძალიან ბევრ რამეს. მაგალითად, იმას, რომ თუ ნაკრების დაცვას გურამ კაშიას მოაშორებ, ის მარტივ მამრავლებად დაიშლება...

არ მესმის, რატომ არ ათამაშა ვაისმა ლევან ყენია, რომელმაც სლოვაკეთთან მატჩში პირადად გამოიმუშავა გოლი. ეგებ, მინდორზე მის ყოფნას რამე შეეცვალა და შეტევაში ცოტა მეტი ფხა გამოგვეჩინა... უბრალოდ, საინტერესოა, რა მოტივით მიიღო სლოვაკმა ასეთი გადაწყვეტილება?

ახლა კითხვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას: თქვენი აზრით, კახა ცხადაძის გაწვრთნილი ნაკრების თამაში სჯობს თუ ვაისის? იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ არჩევანზე, რომელიც გააკეთეთ და იმ საქციელზე, რომელიც ამ არჩევანს უძღვოდა წინ?

არ თქვათ, რომ ნაკრების შედეგი მეორეხარისხოვანია და უნდა დაველოდოთ, რამდენიმე წელიწადში როგორ წამოვა ახალი თაობა. ჩვენ რომც გავიგოთ, გულშემატკივარი ამას ვერ გაგიგებთ. ნაკრები ჩვენი საფეხბურთო პირამიდის წვეროა, მისი შედეგი კი თქვენი მუშაობის მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი იქნება. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ეს ფედერაციის წინა მმართველების დროს იყო და, განა, თავადაც ამაზე არ მიუთითებდით (და სწორადაც) წინამორბედებს?..

ეს მაშინვე უნდა გექნათ...
დღეს საქართველოს ნაკრებში კატასტროფული სიტუაციაა და შანსი არ არის, ვაისმა ის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დაალაგოს. ამიტომ, თუ ცხადაძის გასაშვებად გეყოთ ნება, კეთილი ინებეთ და დანიშნეთ მწვრთნელი, რომელიც მოკლე ხანში რაღაც სახეს მისცემს ნაკრების თამაშს.

თქვენც იცით, რომ არის ასეთი მწვრთნელი საქართველოში და ნაკრებში მუშაობა მას ხელს არ შეუშლის იმაში, რომ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები აკონტროლოს. ეს მაშინვე უნდა გექნათ, როცა ნაკრებიდან ცხადაძე დაითხოვეთ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს!

გააკეთეთ დღეს ის, რაც მაშინ ვერ გაბედეთ. ძვირფასი დრო დაიკარგა და კიდევ ნუღარ დავკარგავთ!

ბოლოს, სანამ მატჩის საკვანძო მომენტებს აღვწერდეთ, ალალი მადლობა ზურაბ ცისკარიძეს - საქართველოს ნაკრების ლამის ერთადერთ ფეხბურთელს, ვინც მინდორზე ბოლომდე დაიხარჯა და გარჯა საგოლე პასითაც დაუფასდა!..

თვალის ერთი გადავლებით...
თვალი გადავავლოთ მატჩის მთავარ მომენტებს. მე-2 წუთზე ლაშა დვალი როინ კვასხვაძეს უგორებს ბურთს, რომელსაც იქვე ჩასაფრებული ადრიან პოპა იხელთებს, ატყუებს მეკარეს და მშვიდად გააქვს გოლი საქართველოს ნაკრების კარში...

გადის ერთი წუთი და ვხედავთ მორიგ კოშმარს - ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ალეკო ამისულაშვილი საკუთარ კარში გზავნის.

მერე ორჯერ ძელი გვეხმარება - ჯერ სტანკუს, ხოლო შემდეგ პოპას დარტყმების დროს...

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ქმნის ორ მომენტს, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილი შანსს ვერ იყენებს, ისევე, როგორც საბა კვირკველია, რომლის თავურსაც რუმინელთა მეკარე იგერიებს...

იწყება მეორე ტაიმი და საქართველოს ნაკრები დაცვაში კიდევ ერთ უპატიებელ შეცდომაც უშვებს - სტანჩუ არ გვპატიობს.

64-ე წუთი. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში "დაასველა". ზურაბ ცისკარიძე საჯარიმოში ლევან მჭედლიძის მიმართულებით აწვდის ბურთს. "ემპოლის" ფორვარდი დასწრებაზე თამაშობს და ბურთი რუმინელთა კარის ახლო კუთხეში გადის.

ბოლოს ვნახავთ კიდევ ორ ბავშვურ შეცდომას და ორ გოლს ჩვენს კარში.

კოშმარი მთავრდება... მაგრამ ხვალ საქართველოს ნაკრებს ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ელის მორიგი ამხანაგური მატჩი "ხეტაფეს" სტადიონზე. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მოხდება მადრიდის გარეუბანში, თუ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი მთელი ძალით ითამაშებს, როგორც ეს სამხრეთ კორეასთან (6:1) გააკეთა, ხოლო საქართველოს ნაკრები ისევ ისე უთავმოყვარეოდ გააგორებს ბურთს...

ამხანაგური მატჩი
03.06. ბუქარესტი. "ნაციონალ არენა". 25 000 მაყურებელი
რუმინეთი-საქართველო 5:1
გოლები: 1:0 პოპა (2), 2:0 ამისულაშვილი (3-საკ. კარში), 3:0 სტანჩუ (49), 3:1 მჭედლიძე (68), 4:1ტორჟე (80), 5:1 კეშერუ (87)
რუმინეთი: ტეტერუშანუ - სეპუნარუ, მოცი, გრიგორე, რაცი - ჰობანი (64. პრეპელიცა), პინტილი (84. სენმარტეანი) - სტანჩუ (83. ალიბეკი), პოპა (71. კეშერუ), სტანკუ (71. ტორჟე) - ანდონე (64. კიპჩუ).
სათადარიგოები: პანტილიმონი, ლუნგი, მაცელი, გამანი, ფილიპი, კირიკეში.
მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ
საქართველო: კვასხვაძე - ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, დვალი (34. მჭედლიძე), ნავალოვსკი (64. ცისკარიძე) - კაშია, აბურჯანია (65. კვეკვესკირი), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი - დვალიშვილი (78. ქვილითაია).
სათადარიგოები: რევიშვილი, მაკარიძე, ჭანტურიშვილი, კობახიძე, ყენია, კაკაბაძე, ჯიღაური
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: დვალიშვილი (51)
არბიტრი: სოარეშ დიაში (პორტუგალია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 66 /
მოწოდება ჟურნალისტებს: იყავით დაუნდობლები მათ მიმართ, ვინც ასე უთავმოყვარეოდ თამაშობს, ვინც ასე თელავს ქართულ დროშას, ვისაც ფეხებზე კიდია სამშობლო და ვისთვისაც სულ ერთია - ეროვნული ნაკრების ფორმა აცვია თუ პიჟამო.
ასეთი პიჟონობა, რაც ბუქარესტის სტადიონზე ვნახე, კაი ხანია არ მინახავს. ლამის გასკდა გული...
ლევანი
06 ივნისი 2016 13:09
0
მდაჰ... აუ რა სისულელეებს ლააპარაკობ 6 მცველი დააყენა თამაშში ქეცბაიას არ გაუკეთებია ოფიციალურებში ესეთი რამე და ამ ორ თამაშში რა შემართება დაინახე ერთი ხომ უნდა ქონდეს მწვრთნელს გავლენა ფეხბურთელებზე ცხადაძეს და ამის გამოყვანილ ნაკრებს როგორ ადარებ ერთი თუ გარჩევა არ შეგიძლია ნორმალურის და უარესის)))))))))))))))
Guro
06 ივნისი 2016 13:05
0
დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს საბოტაჟის სუნი ასდის. რაღაც საეჭვოდ არ ითამაშა ეს თამაშები კანკავამ. მგონია რომ შეტენილი მწვრთნელის გაშვება უნდათ და გეგუჩაძIს მოყვანა. მე გიას წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ ამხელა სპექტაკლის დადგამს ვაჟკაცობა გამოგეჩინათ და მაშIნვე დაგენიშნათ გეგუჩაძე და კიდევ გამოვიდე ნაკრების კაპიტანა მიუხედავად იმის რომ არ უთამაშია ამ სამარცხვინო თამაშებში და გულშემატკივარს ბოდიში მოუხადოს შეურაცხოფითვის. ცისკარიძემ საგოლედ გაისროლა ერთXელა და მეორედ რომ უნდოდა იგივე მაგის მერე პასებს აღარავინ ძლევდა. კარგად დააკვირდით ამ დადგმულ სპექტაკლს. სამარცხვინოები ხართ ყველა ვინც ამ ბიჭებს თქვენს ბინძUრ თამაშში იყენებთ.
nik
06 ივნისი 2016 13:00
0
ეს ვაისის წაგება იყო და არა გუნდის, ეს ვინ ყოფილა, მაგის მწვრთვნელობას....., მე არ მესმის ექვსი მცველით როგორ უნდა ითამაშო, ჯობდა დაეყენებინა კაშია და კვერკველია ცენტრში, ცისკარიძე და ნავალოვსკი მარცხენა, მარჯვენა ფლანგზე, რა ექსვი მცველი უბრალოდ კაშია აპორნი ზონაზე დააყეა სისულელე ნამდვილი..... ან მართლაც ყენია რატო არ იყო, მითუმეტეს რომ არც კანკავა იყო და არც ანანიძე.... იმდენია კითხვებია და პასუხი.... დვალი, ამისულაშვილი და ლობჟანიძე არ არიან ნაკრების დონეზე.
!!!
06 ივნისი 2016 12:56
0
gio
როგორც თქვენ წერთ, ფეხბურთელებიც ზუსტად მასეთები გვყავს!
zurab
06 ივნისი 2016 12:50
0
ალეკო კაკაურიზე მადლობა მართალი სიტყვისთვის!
vasix
06 ივნისი 2016 12:45
0
ქეცბაიას რო აკრიტიკებდით რა დაცვიდან ათამაშებსო, ყველა დაცვაშიაო, ის კაცი ხედავდა რა შემადგენლობა და შესაძლებლობა ქონდა ჩვენს ნაკრებს და იმის მიხედვით ათამაშებდა.
არც ვაისის ბრალია ეს ყველაფერი და არც ცხადაძესი იქნებოდა, ამ ნაკრებს თუ გინდა ფერგიუსონი, მაურინიო, გვარდიოლა და კლოპი დაუნიშნე ერთად არაფერი ეშველება. ფეხბურთელს თუ არ აქ უნარი მოედანზე დავალება შეასრულოს, რა მწვრთნელზეა ლაპარაკი როცა ფეხბურთელები 2 მეტრში პასს ვერ აკეთებენ?! სამწუხაროდ ესაა რეალობა დღეს!
თუ მართლა გვინდა ფეხბურთში წარმატება, დინამოს, საბურთალოს და ლოკომოტივის მსგავსი საფეხბურთო აკადემიები მთელ საქართველოში, ყველა რეგიონში უნდა იყოს, კვალიფიციური მწვრთნელები უნდა მუშაობდნენ იქ და აი მაშინ ნამდვილად გვეშველება.
ჩვენს ბავშვებს ნიჭი ნამდვილად აქვთ, უბრალოდ სტადიონი მათ არ აქვთ, ბურთები არ უვარგათ და + მწვრთნელებიც არაკვალიფიციურები ყავთ, ასე ვერ განვითარდება ბავშვი თავისი ნიჭი შესაბამისად! მოკლედ ნამდვილად გვჭირდება:
1) კარგი საფეხბურთო აკადემიები ყველა რეგიონში.
2)კვალიფიციური მწვრთნელები, რომლებიც ბურთის გორების ნაცვლად პროფესიონალიზმსაც ასწავლიან.

ფეხბურთის მმართველები ახლანდელიც და მომავალიც, თუ ამ საქმეების გაკეთებას არ ეცდებიან, მაშინ ტყუილად ნუღარ მიიღებენ საქმიან იერებს, ვითომ რამეს ვაკეთებთო...!!!
giorgi
06 ივნისი 2016 12:44
0
ორ წუთში ორ ქულას ხანდახან კალათბურთში ვერ აგროვებენ:)
:)
06 ივნისი 2016 12:31
0
ლევან კობიაშვილს!
ბატონო ლევან ვიცი როგორ გიყვარს საქართველო, ფეხბურთი და საქართველოს ნაკრები, ჩემი როგორც ერთერთი რიგითი გულშემატკუვრის და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის თხოვნა იქნება ვთხოვოთ კახი ცხადაძეს ერთხელ კიდე ჩადგეს ქართული ფეხბურთის სამსახურში, ასევე გია გეგუჩაძე ,ბრწყინვალე ადამიანი და მწვრთნელი გყავთ გვერდით, ამ ადამიანებს უფრო სწყურიათ საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატება ვიდრე ვაისს!!გთხოვთ ბატონო ლევან სანამ კიდე გვიანი არარის და ერთ შესარჩევ ციკლს კიდევ ფუჭად არ ჩაუვლია
Giorgi567
06 ივნისი 2016 12:31
0
ჯურნალისტებო დაინტერესდით რა ხდება ფეხბურთის განვითარების ფონდში,,გუნდებს ფული აახიეს და ხელფასსაც კი აღარ აძლევენ ,მტელი სეზონის პრემიები გაუყინეს რეგიონლიგისა და პირველი ლიგის უმეტეს კლუბებს,არველაძეები სანატრელი გაგვიხდა,ეს დოლიძე კიდე რა ტვინმა დანიშნა ხელმძღვანელად,,,არ დაბლოკოთ კომენტარი როგორც აკეთებთ ხოლმე ,არ დაბლოკოთ
levani
06 ივნისი 2016 12:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული