ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...

AutoSharing Option
დღეს, 7 ივნისს, საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს - მადრიდის "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა:

..."ჩვენთვის დიდი პატივი და ზეიმია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ესპანეთის ნაკრებია. ამ გუნდს ჰყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები. ჩვენ კი იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრას უკეთ
ჩავატარებთ, ვიდრე ბოლო თამაშებს.

...რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი იქნება ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, ამაზე არ ვფიქრობთ, უბრალოდ, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ გავაკეთეთ ბოლო ორ შეხვედრაში, რომელიც ცუდად ჩავატარეთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს იმიჯზეც...

...ამ გუნდთან ერთად მხოლოდ ორი თვეა, რაც ვმუშაობ. სამუშაო კი ბევრია საიმისოდ, რათა ევროპულ დონეს მივაღწიოთ...

...რაც შეეხება გიორგი აბურჯანიას, ის დიდი მომავლის ფეხბურთელია. ამჯერად ვერ დაეხმარება "ხიმნასტიკს" და ითამაშებს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ"...

უფრო საყურადღებო იყო ვაისის ეს განცხადება:

"რამდენიმე ფეხბურთელი, სანამ მე ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებს. ამას გარდა, გუნდში პრობლემურია დისციპლინისა და ურთიერთგაგების საკითხიც".

გასაკვირი არ არის, რომ ვაისს ეს "რამდენიმე ფეხბურთელი" არ დაუკონკრეტებია. "ლელო" დაუკავშირდა მადრიდში მყოფ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ კომენტატორ ლევან ღუდუშაურს, რომელმაც ნაკრების მწვრთნელის სიტყვები დაგვიდასტურა და იგივე თქვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტულ თოქ-შოუში ჩართვის დროსაც...

და კიდევ ერთი ინფორმაცია - რუმინეთთან მატჩში მიღებული მცირე ტრავმის გამო, შესაძლოა, ესპანელების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს ლევან მჭედლიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 52 /
არ მჯერა სასწაულების. არც იმის მჯერა რო ვაისი "მერლინია" და ერთი ხელის მოსმით მეფე ართურებს დააყენებს ამ საზიზღრობიდან. ჩემი აზრით კარში არანაირი პრობლემა არ გვაქვს (ერთადაერთი პოზიცია სადაც შეგვიძლია ოდნავ მშვიდად ვიყოთ) დაცვას რაც შეეხება კაშიას გარდა არცერთი არც ფიზიკურად არც განათლებით და არც ტექნიკურად არ შეესაბამება არცერთ პროფესიონალურ გუნდასა თუ ნაკრებს. ნახევარდაცვაში ტექნიკურად ოდნავ უკეთ გვაქვს საქმე მაგრამ ფიზიკურად არცერთი არ შეესაბამება ევროპულ ბავშვთა გუნდებსაც კი (კიევის დინამოს 14 წლამდე გუნდის ფიზმომზადება მაქვს ნანახი ვერცერთი ქართველი ვერ გაუძლებდა იმას). აი ყველაზე ცუდად კი თავდასხმაში გვაქვს საქმე გყვავს ერთადერთი თავდამსხმელი რომელიც ასე თუ ისე ევროპულ საშუალოსთან მიახლოებულ დონეზეა მომზადებული მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ტრავმებისკენაა მიდრეკილი და ძალიან უჭირს ამ კუთხით. სამწუხაროა მაგრამ გუნდმა ამ ეტაპზე თუნდაც ყველაზე უსუსტეს ევროპულ ნაკრებთან 3-4 ბურთით რო არ წააგოს 6-7 ფეხბურთელი გასაგდებია გუნდიდან.
გივია
07 ივნისი 2016 09:53
0
Shenc didi momavali gaqvs rogorc imas.or tamashi erti sagole pasi gaaketa sakutar karshi meti ra gaaketa tu gaxsovs rame ?
Sura
07 ივნისი 2016 09:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული