ესპანეთი-საქართველოს მატჩის სავარაუდო შემადგენლობები გაირკვა

AutoSharing Option
ესპანურმა გამოცემებმა 20minutos-მა და Plaza Deportiva-მ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი ამხანაგური მატჩის სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 ივნისს, მადრიდში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპული შეკრების ბოლო მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

სავარაუდო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველო:
ნუკრი რევიშვილი, ოთარ კაკაბაძე ან უჩა ლობჟანიძე, გურამ კაშია, ალეკო ამისულაშვილი, საბა კვირკველია, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ლევან ყენია და ვლადიმერ დვალიშვილი.

ესპანეთი: დავიდ დე ხეა, ხუანფრანი, ჟერარდ პიკე,
სერხიო რამოსი, ხორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, კოკე, ინიესტა, ლუკას ვასკესი, ნოლიტო და არიც ადურისი.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 22:45 საათიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ასევე იხილეთ:
- ესპანეთი VS საქართველო - გადავიწეროთ პირჯვარი
- ვლადიმირ ვაისი: სანამ მწვრთნელი ვარ, ესენი საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებენ...
- ეჭვები: ვინ შეიძლება აღარ ათამაშოს ვაისმა საქართველოს ნაკრებში
მკითხველის კომენტარები / 30 /
რა იყო,რა სასტავი გამოუყვანიათ ამ ოჯახდაქცეულებს,ფინალს ხო არ თამაშობენ:)
0
18+ ით გაუშვით ტელევიზორში ტრანსილაცია
ალექსანდრე
19:45 07-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული