აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები!
მატჩის მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა წამოიწყო კონტრშეტევა, სადაც მცველებთან მიახლოებისას ბურთი უკვე ჯაბა ჯიღაურმა მიიღო და საჯარიმოში შევიდა. ჯიღაურმა გამჭოლი პასი თორნიკე ოქრიაშვილზე გააკეთა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი მოიგო.
52-ე წუთზე საკმაოდ არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა - ესპანელების ჩაწოდების
ამის შემდეგ ესპანეთი უფრო გააქტიურდა, თუმცა საქართველოს ნაკრების დაცვა საიმედოდ თამაშობდა. ჩვენი ნაკრები ეპიზოდურად მაინც ახერხებდა მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებას და ცდილობდა სახიფათო მომენტის შექმნას.
აღსანიშნავია, რომ 90-ე წუთზე არბიტრმა მატჩს 7 წუთი დაამატა, რა დროშიც ესპანეთი ლამის მთელი გუნდით გადავიდა საქართველოს ნაკრების ნახევარზე. ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს კარში დარტყმა გიორგი ჭანტურიამ შეძლო, მაგრამ მცველს ბურთი სახეში გაარტყა.
საბოლოოდ "ჯვაროსნებმა" მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
მადრიდი, "კოლიზეუმ ალფონსო პერესი"
ესპანეთი-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 ოქრიაშვილი (40)
ესპანეთი: დე ხეა, პიკე, ბუსკეცი (76 პედრო), ლუკას ვასკესი (61 დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46 ინიესტა), ტიაგო (46 კოკე), სერხიო რამოსი (46 სან ხოსე), ხუანფრანი (46 ბელერინი), ჟორდი ალბა, ადურისი, ნოლიტო
მთ. მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
საქართველო: რევიშვილი (55 კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი, აბურჯანია (78 ცისკარიძე), ყაზაიშვილი (72 ქვილითაია), დვალიშვილი (72 ჭანტურია), ოქრიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი (84 კობახიძე)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: 61 კვერკველია, 81 სან ხოსე
მსაჯები: ვილიალმურ თორარინსონი, გულფი სიგურდსონი, გუნარ გუნარსონი, ხუან მარტინესი