სენსაცია: საქართველოს ნაკრები ესპანეთს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხეტაფეში ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს მინიამლური ანგარიშით ამარცხებს.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, გოლი ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. მე-40 წუთზე, ვაკო ყაზაიშვილის მიერ წამოწყებული კონტშეტევის შემდეგ, ჯაბა ჯიღაური მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და თორნიკე ოქრიაშვილს საგოლედ უპასა. ამ უკანასკნელს ბურთის კარში ერთი შეხებით გადაგზავნა არ გასჭირვებია.

ვლადიმირ ვაისის
გუნდმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: რევიშვილი, ლობჟანიძე, ნავალოვსკი, ამისულაშვილი, კვერკველია, კაშია, აბურჯანია, ოქრიაშვილი, ჯიღაური, ყაზაიშვილი, დვალიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ესაა მონდომებისა და თავდადების შედეგი.რომელიც ძალიან გვაკლდა წინა შეხვედრებში. ასეთი მიდგომით, და ასეთი შემართებით, თუ გავაგრძელებთ,შეიძლება რუსეთში ამოვყოთ თავი. არის ამ გუნდში ამის პოტენციალი.
თენგო
11:03 08-06-2016
0
მადლობა ბიჭებს.
გიო
01:05 08-06-2016
0

სიახლეები პოპულარული