უცხოური მედია: "მშიშარა ესპანეთი და საქართველოს პრესტიჟული მოგება"

AutoSharing Option
უცხოური მედია საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურა ესპანეთის ნაკრების მარცხს საქართველოსთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო.

- ესპანეთი-საქართველოს მატჩის ყველაზე უსიამოვნო მომენტი [VIDEO]

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO]

- ესპანური პრესა დღეს: ესპანეთი საქართველოსთან დაეცა [PHOTO]

- ლევან კობიაშვილისა და ნაკრების ფეხბურთელების სიხარული გასახდელში [PHOTO]

უცხოურმა მედიამ ესპანელებს ამის გამო "მშიშარა" გუნდიც კი უწოდა.

Mail: "თქვენ გეგონათ, ინგლისი არის სუსტი? ესპანეთი საკუთარ სახლში საქართველომ გალახა (რომელიც რეიტინგით მათზე 131 საფეხურით დაბლა არის).

ევროპის ჩემპიონებს ევრო 2016-ის მომზადების დასრულება კარგ ნოტაზე შეეძლოთ, თუმცა ისინი სუსტმა საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა, რომელიც ფიფას რეიტინგში 137-ე ადგილზეა".

The Sun: "ევრო 2016-ის ფავორიტს ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე თავის ტკივილი აწუხებს".

Gazzetta Dello Sport: "ევროპის ჩემპიონებმა პირველი ნახევარი წააგეს და ოქრიაშვილის გოლით გაკვირვებულები დარჩნენ".

L'Equipe: "მშიშარა ესპანეთი!" საქართველომ ესპანეთის სტუმრად დამარცხებით პრესტიჟული გამარჯვება მოიპოვა".

Bild: "ესპანეთი ევრო 2016-ის ტესტს ვერ აბარებს".

A Bola: "ესპანეთი ევრო 2016-ის დებიუტამდე შინ მარცხდება. ბოსნიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან მოგების შემდეგ ესპანელებს ჩავარდნა აქვთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესპანეთს, რომ ამ ევროპაზე ჩავარდნა ქონდეს სულ არ გამიკვირდება, მსოფლიოზე არ გახსოვთ რა დაემართა, როგორ ათრია ჰოლანდიამ და სხვებმა.
sabonis
13:41 08-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული