ნუკრი რევიშვილს მადრიდში ოპერაცია გაუკეთეს და სახეში ფირფიტა ჩაუდგეს

AutoSharing Option
ხეტაფეში, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის 55-ე წუთზე ჩვენი გუნდის მეკარე ნუკრი რევიშვილი შესაცვლელი შეიქნა - კარიდან გამოსული სერხიო ბუსკეტსს შეეჯახა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს უკანასკნელიც დაშავდა, თუმცა - შედარებით მსუბუქად. "ბარსელონას" ნახევარმცველი მალე ფეხზე წამოდგა და თამაში გააგრძელა, რევიშვილმა კი... ტვინის შერყევა მიიღო, ყბა გაუტყდა და მოგვიანებით მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთდა - მას სახეში ფირფიტა ჩაუდგეს, მერე კი რეაბილიტაციისთვის გერმანიაში მოუწევს გამგზავრება...

ამ ყველაფერთან ერთად ისიც სამწუხაროა, რომ ტრავმა რევიშვილს სატრანსფერო გეგმებს აურევს.

მისი გუნდი, სარანსკის "მორდოვია",
რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდა. 29 წლის მეკარე პირველ ლიგაში თამაშს არ აპირებდა. მას ხელს ისიც უწყობდა, რომ საინტერესო წინადადებები ჰქონდა რუსეთის პრემიერლიგის კლუბებისგან. ახლა კი ძნელი სათქმელია, როდის მომჯობინდება და როდის განაახლებს ვარჯიშს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
აუფ, ფული აქვს რა შუაშია, მასე თვითმფრინავის ბილეთი, და ეკიპირებაც ბარემ ფებურთელმა იყიდოს ეგეც არ გაუჭირდება.
0
რა ფულზეა საუბრობთ საერთოდ?? თქვენი ძმა, შვილი, შვილიშვილი წარმოიდგინეთ ამ დღეში. მან ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, საავადმყოფოში წევს ნაოპერაციევი და აქ ჩვენ ფულზე ვსაუბრობთ
daviti
02:59 10-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული