"ჩვენ წაგებისგან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ეს იყო პატარა გამოფხიზლება ქართველთაგან. თუ მაინც ფეხი უნდა დაგვცდენოდა, მე მერჩივნა, რომ ეს ამხანაგურ მატჩში მომხდარიყო, ვიდრე ევრო 2016-ზე.
ჩვენი ფანებისთვის ამ თამაშისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი და ეს ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებით უნდა გავაკეთოთ.
საქართველომ მოგვიგო თამაში, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ 20 ათასი შანსი გვქონდა, რომელთაგანაც ერთიც ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეს კი, გოლის გარდა, მომენტიც არ ჰქონია.
ახლა კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ,
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს მადრიდში ვლადიმირ ვაისის ნაკრებმა 1:0 მოუგო ამხანაგური დაპირისპირება ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს.