ნუკრი რევიშვილი ვარჯიშს რამდენიმე კვირაში განაახლებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი ესპანეთთან ამხანაგურ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობას მადრიდში აგრძელებს.

ქართველმა ფეხბურთელმა სათამაშო ეპიზოდში ყვრიმალის ძვლის ტრავმა მიიღო. მედიკოსთა გადაწყვეტილებით, 8 ივნისს ნუკრი რევიშვილს მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

ამჟამად, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. ნუკრი რევიშვილი სავარჯიშო პროცესს, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში განაახლებს. ქართველი ფეხბურთელი მადრიდში ეროვნული ნაკრების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული