ქართველმა ფეხბურთელმა სათამაშო ეპიზოდში ყვრიმალის ძვლის ტრავმა მიიღო. მედიკოსთა გადაწყვეტილებით, 8 ივნისს ნუკრი რევიშვილს მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
ამჟამად, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და საქართველოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. ნუკრი რევიშვილი სავარჯიშო პროცესს, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში განაახლებს. ქართველი ფეხბურთელი მადრიდში ეროვნული ნაკრების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
სფფ-ის პრესსამსახური