შესაძლოა, ნუკრი რევიშვილმა პეტრ ჩეხის დარად, ჩაფხუტით ითამაშოს

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ნუკრი რევიშვილს ესპანეთთან ამხანაგურ მატჩში სერხიო ბუსკეტსთან შეტაკების შემდეგ წარბი გაუსკდა, ტვინის შერყევა მიიღო და ყვრიმალის ძვალიც გაუტყდა. საქართველოს ნაკრების 29 წლის მეკარეს ოპერაცია და ფირფიტის ჩადგმა დასჭირდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როგორც რევიშვილების ოჯახში გვითხრეს, მადრიდში ჩატარებულ ოპერაციას სფფ-ის წარმომადგენლები, ნაკრების ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი და ესპანეთში საქართველოს კონსული დაესწრნენ. ოპერაცია ოთხ საათს გაგრძელდა. საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რევიშვილი ვარჯიშს რამდენიმე კვირაში განაახლებს.

შესაძლოა, მან ჩეხეთის ნაკრებისა და "არსენალის" მეკარე პეტრ ჩეხის დარად, ჩაფხუტით ითამაშოს. მისივე უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს.

ინტერნეტფორუმებში
აჟიოტაჟი გამოიწვია ერთმა საკითხმა - წერდნენ, რომ სფფ ვალდებულია, რევიშვილის მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები დააფინანსოს. დავინტერესდით და შევიტყვეთ, რომ მადრიდის კლინიკის ანგარიშზე ოპერაციის თანხა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჩარიცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნუკრი მალე გამოჯანმრთველებას და მრავალ სასახელო გამარჯვებებს გისურვებ, ქართველ გულშემტკივართა გასახარად და პირადი ცხოვრების საუკეთესოდ მოასაწყობად. იმედი მაქვს ყველა ნამდვილი ქომაგი შემოუერთდება ჩემს სურვილს.
gizog
17:14 10-06-2016
0
სირცხვილია აქ ფულზე საუბარი. ფედერაცია უნდა დაუდგეს გვერდით აუცილებლად.
kaxa
15:01 10-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული