ვიდეოში თავმოყრილია კადრები, როგორ ემზადებიან ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრისთვის. ასევე მონაკვეთები ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციიდან და ქართველი ფეხბურთელების საკმაოდ საინტერესო საუბარი ავტობუსით მგზავრობისას თამაშამდე და თამაშის შემდეგ.
რაც მთავარია, ვიდეო ქართველ გულშემატკივარს კარგ წარმოდგენას შეუქმნის, თუ როგორია რეალურად საქართველოს ნაკრების "შიდა სამზარეულო".
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს, ხეტაფეში გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ეროვნული გუნდი მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. გოლი
ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ემოციები გასახდელში [VIDEO]
კიდევ ვერ ხვდება რომ იმსახურებენ. გინებას არ ვგულისხმობ, ეგ მიუღებელია. მაგრამ სხვა უარყოფითს იმსახურებენ ა თან როგორ. 5:1, 3:1 და ასე შემდეგ, ამ დროს რტა უნდა უთხრა კარგი ბიჭები ხართთო? ვის უხარია მაგათი ლანძღვა ნეტა? 3:1 რომ წააგეს ვთქვი ნაკრების თამაშს არ ვუყურებ სანამ არ გავიგებ რომ თამაში დაიწრესთქო, რათქმაუნდა ეს ერთი თამაშის გამო არ მითქვამ, უბრალოდ დავიღალე, მოყოლებული 1998 წლიდან, მაგრამ ვერ მოვითმინე და რუმინეთთანაც ვუყურე და ესპანეთთანაც. ქართველი ხალხის უმრავლესობა ნაკრებს მხარში უდგას და ქომაგობს. ჰოდა კეთილი ინებოს ყველამ და კარგად ითამაშონ ან კიდევ საერთოდ შეეშვან. თუ არადა გაბრაზებლი და განაწყენებული გულშემატკივრის უარყოფითი შეფასებები აიტანონ. მიბაძონ რაგბისტებს, უელსთან წაგების შემდეგ ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ფეხბურთში როგორაა? ხან წააგებ ხან მოიგებო, ესაა ფეხბურთიო. რაგბში რატომ არ ამბობენ მასე ნეტა?