"ახალი სისხლი" საქართველოს ნაკრებისთვის: სხირტლაძე, რენე ფერეირა, ლაზები...

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის პირველ ტურში "სილკებორგი" გასვლაზე "ოდენსეს" შეხვდა და 0:0 ითამაშა. ცხადია, სუპერლიგაში დაბრუნებული გუნდისთვის ეს ურიგო შედეგი არ არის... ამაში საინტერესო ის გახლავთ, რომ "სილკებორგის" ძირითად შემადგენლობაში დავით სხირტლაძემ ითამაშა. მან "ოდენსესთან" შეხვედრა თავდამსხმელად დაიწყო ("სილკებორგმა" 4-4-2 სქემით ითამაშა) და 65-ე წუთზე შეცვალეს. სეზონის დაწყებამდე კი, 23 წლის თავდამსხმელმა ოთხ საკონტროლო შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

უკვე მეხუთე წელია, რაც სხირტლაძე დანიაში თამაშობს. თავიდან, ის "ორჰუსის" ფეხბურთელი იყო, სადაც 2011 წლის იანვარში მიიწვიეს და სარეზერვო გუნდში ვარჯიშობდა. იმავე წლის გაზაფხულზე
კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და მთავარ გუნდს შეუერთდა, სადაც ამჟამად მათე ვაწაძე ირიცხება. მაშინ მას გუნდში დავით დევდარიანი და გეგა დიასამიძეც დახვდნენ...

სხირტლაძე "სილკებორგში" შარშან, 24 ნოემბერს გადავიდა და გუნდს სუპერლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. ტანმაღალ (187 სმ) თავდამსხმელს საქართველოს ყველა ასაკობრივ (U17, U19, U21) ნაკრებში უთამაშია. ორივე დანიურ გუნდში, "ორჰუსსა" და "სილკებორგში", მან სულ 89 მატჩი ჩაატარა.

გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს ის გიორგი დევდარიანის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებიდან ემახსოვრებათ - სხირტლაძე დავით ლეგაშვილთან, ვაკო ყაზაიშვილთან, გიორგი ჭანტურიასთან, არჩილ ტვილდიანთან და ლაშა პარუნაშვილთან ერთად წამყვან როლში იყო.

სხვათა შორის, სხირტლაძით ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე იყო დაინტერესებული. ახლა შევიტყვეთ, რომ ნაკრების ამჟამინდელ დამრიგებელს, ვლადიმირ ვაისსაც აცნობეს, რომ დანიაში ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი თამაშობს. 5 წელი დანიაში ვარჯიში და თამაში პატარა ამბავი არ არის, ეროვნულ გუნდს კი თავდასხმაში კონკურენცია სჭირდება.

ვინ იცის, იქნებ, სხირტლაძე იყოს ის ახალი სისხლი, რომელიც "ჯვაროსნებს" წაადგებათ.

* * *
ასეთივე საინტერესო ფიგურა, თუ მეტი არა, თბილისის "დინამოს" მცველი რენე ფერეირაა. ცხადაძე მისითაც ინტერესდებოდა და ეს არ იყო შემთხვევითი.

სომხეთის ჩემპიონ "ალაშკერტის" მთავარი მწვრთნელის, აბრამ ხაშმანიანის მატჩისშემდგომი კომენტარიც - "დინამოდან" ძალიან მომეწონა რენე ფერეირაო, უთუოდ ყურადსაღებია. ასეთ მოთამაშეს მოჰკიდებენ ხელს ყაზახები, სომხები ან აზერბაიჯანელები და ეროვნული ნაკრებშიც სიამოვნებით ათამაშებენ.

საერთოდ, ჩვენთან, ვინც უცხოელთა ასიმილაციას ეწინააღმდეგება, ქვეყნის ინტერესსა და ნაკრების გაძლიერებას შორის ზღვარს ბევრი ვერ ავლებს. ჩვენზე ბევრად ძლიერი და მდიდარი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, ნაკრები გუნდები რომ გააძლიერონ.

საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელგია, პორტუგალია, შვეიცარია - ეს ქვეყნები ფეხბურთში ძალიან დიდ ფულს აბანდებენ, მაგრამ საკუთარ რესურსს ისინიც არ სჯერდებიან და ნიჭიერ მოთამაშეებს სხვა ქვეყნებიდანაც იმატებენ.

აბა, რა იქნებოდა საფრანგეთი ტრეზორის, ზიდანის, ვიეირას, ანრის, მალუდას, აბიდალისა და სხვა არაფრანგი ვარსკვლავების გარეშე? ან გერმანული ფეხბურთის ისტორია პოლონელი კლოზეს ან იოზილის გარეშე წარმოგიდგენიათ?

ახლახან, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელს, მარიო ფერნანდესს, ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა და ამით ნაკრებისკენ გაუხსნა გზა. მანამდე კი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებში ითამაშა "შალკეს" ნახევარმცველმა, უკრაინაში დაბადებულმა გერმანელმა რომან ნოიშტედტერმა.

ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. ეს ნორმალური მოვლენაა და ჩვენთვისაც არ უნდა იყოს მიუღებელი რენე ფერეირას მსგავსი მოთამაშეების ნატურალიზება.

* * *
...მაგრამ არსებობს მეორე გზაც - ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ რესურსი უცხოეთშიც არსებობს და არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინაში, რომელთა ასაკობრივ ნაკრებებშიც ბევრი წარმოშობით ქართველი თამაშობს. შეუძლებელია, ცნობილ ბლოგერს, ზაზა ახალაიას არ დაეთანხმო, რომ თურქეთში მაცხოვრებელ ქართველებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

წლების წინათ, თბილისში ჩამოსულმა ერთმა ლაზმა ბიზნესმენმა თურქეთის სუპერლიგაში და ევროპაში მოთამაშე იმდენი საინტერესო ლაზი ჩამოთვალა, გაოცებული დავრჩი. გასაგებია, ბევრად მდიდარ თურქეთში მოთამაშემ, შესაძლოა, საფეხბურთო მოქალაქეობა და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები არ დათმოს, მაგრამ მცდელობას წინ რა უდგას?

სომხეთის ნაკრები იმის მაგალითად გამოდგება, თუ როგორ შეიძლება დიასპორის ხარჯზე გაძლიერება. ბოლო წლებში, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში მიიწვიეს მარსელში დაბადებული გაელ ანდონიანი, კალუგელი (რუსეთი) სერგეი ავაგიმიანი, გროზნოელი არტურ სარქისოვი, თურქეთში დაბადებული და ჰოლანდიაში გაზრდილი არას ოზბილისი, იურა მოვსისიანი, რომელიც ბაქოში დაიბადა და ამერიკაში გაიზარდა, სოჭელი რუსლან კორიანი, სანკტპეტერბურგელი არტიომ სიმონიანი, პლუს ამას, ნატურალიზირებული გახლდათ ბრაზილიელი მარკოს პიზელი.

საკმაოდ ბევრი თანამემამულე დაიბრუნეს თურქებმაც: გერმანიაში იზრდებოდნენ ილდირაი ბაშთურქი, ჰამით ალთინთოფი, უმით ქარანი, ახალ თაობაში - ჰაქან ბალთა, ნური შახინი, ჰაქან ჩალხანოღლუ, ოლაი შახინი და იუნუს მალი, ჰოლანდიასა და დანიაში გაზრდილი ოგუზხან ოზიაკუპი და ემრე მორი, ნატურალიზიბული ჰყავდათ ბრაზილიელი მარკო აურელიო.

ქართველები თურქეთში მრავლად არიან - 2 მილიონი, მილიონი თუ 500 ათასი, ამაზე ნუ ვიკამათებთ. 500 ათასი რომ იყოს, რა, ცოტაა? მთავარია, მათ ისტორიულ სამშობლოსთან კავშირები აქვთ და საქართველო არანაკლებ უყვართ, ვიდრე ჩვენ.

დიდი შანსია, მათ შორის 2-3 ხეირიანი მოთამაშის მოძებნით "ჯვაროსნებს" ის ახალი სისხლი გადაუსხან, რაც მათ აუცილებად სჭირდებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 53 /
რენეზე უარესი სეზონი არ ქონდა ჭანტურიშვილს,მაგრამ რა თამაში აჩვენა ნაკრებში ყველამ ვნახეთ.ასე რომ რენეს არაფერი ესაქმება ნაკრებში,რენეს ორი თავით ჯობია ხოჭოლავა რომელიც ოდესაში თამაშობს,რატომ არ აძლევენ ინფორმაციას ამ ბიჭზე,ვაისს. დავიჯერო ავტორმა არ იცის ვინ არის ხოჭოლავა, და ჯობია თუ არა ის რენეს?.ასე რომ ჯერ ჩვენს ბიჭებზე იფიქრე და წერე მამულაშვილო.
დათო
23 ივლისი 2016 16:38
0
ცჰემი კომენტარი არ ცჰანს
Roini
23 ივლისი 2016 16:34
0
ქარტველი ტუ უფრო მეტად მიკვარს,ეს ტქვენტვის გინებაა?
Roini
23 ივლისი 2016 16:33
0
xo ar....rac safrangetshi xdeba visac mowons............. qartvelebs mivxedot.nichi aris.ar aris ganatlebuli mcvrtnelebi,romeltac daxmareba chirdeba.ar aris fuli gorebi chamen.skumbrias fasad asatrinas ver vikidit.tavi davanebot ger. da safr. ramdeni qartveli vart modi ertxel gavitvalot.
Roini
23 ივლისი 2016 16:31
0
ქეცბაიას ნათქვამი გამახსენდა ეხლა თქვენ აქედანაც გინდათ იმას მიქნათ და მერე იქედან თქვენვე ....................... რისი თქმა მინდა.. პირველრიგში კარგი სტატიაა ბრავო ბატონო მერაბ.. მერე გულშემატკივარი და ბურთის მიმწოდებელიც იმას ცდილობს როგორმე გვერდით დაუდგეს ნაკრებს დრო გაჰყავს და ასე შემდეგ.. რას ვიძახი რო ოგონდ გაძლიერდნენ და მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს რა შესაძლებელია.. თქვე დალკოცვილებო ევროპაზე ეხლა ყველა გამოდიხართ და მე ამის ფანი ვარ მე იმის ფანი ვარ ყველა ჩემპიონატში ვიგაცას ქომაგობთ და ითამაშოს რამოდენიმე უცხოელმაც საქართველოს ნაკრებში თუ ეგ წაგვადგება. მომხრე ვარ და სწორიცაა ძალიან ბევრი უნდა იყოს ეგეთი ფეგბურთელი საქართველოში რო .. განძრევა ისწავლონ ჩვენებმა ითამაშოს ვისაც შეუძლია და არა სახელებმა და გვარებმა... ზოგი გამოხტა აქ და პატრიოტიზმზე დებს თავს თქვე დალოცვილებო მაინდამაინც ფეღბურთზე რო გაქვთ გართულება რაგბიში ინგლისთან რო გაგვახარა შკინინმა კაი იყოო??? თუ ქართული გვარია ეგ ეგრე გვახარებს იქნება ვიგაც ვიცი რო ეგ ბიჭი აქ დაბადებულ გაზრდილია ბოისების მაგალითი ავიგოთ თუ გინდა იქნებ ისე სწავლობს ქართულს ის კაციც იქნებ ისიც მგერის ჰიმნს და მეტიც ქართველობს იქნებ რო გადაწურავთ წყალს და გამოიტირებთ წინასწარ იმიტო გვაქ კარგად საქმე...
Buda
23 ივლისი 2016 16:21
0
ისე ბევრი ფრანგი ფიქრობს რომ, საფრანგეთს ეროვნული ნაკრები არ ყავს.და სწორიცაა, სტატიიდა გამომდინარე გამოდის ჩვენც ფრანგულ ფეხბურთს უნდა მივბაძოთ?რომელიც ჩემი აზრით არ არის სწორი.ეროვნულ ნაკრებში უნდა თამაშობდეს საქართველოში დაბადებულ გზრდილი.
ბადრი
23 ივლისი 2016 16:17
0
რა რენე დაიჩემეთ თქვე კაი ხალხო,სააქართველოს ნაკრებში უნდა თამაშობდეს ეროვნებით ქართველი არააქვს მნიშვნელობა რომელი ქცეყნიდან იქნება ის. ხოჭოლავა თამაშობს ოდესაში რატომ იმის გამოძახებაზე არ იძახით,რაა ვითომ რენეზე უარესია თუ, უარეს ჩემპიონატში თამაშობს.ასე რომ ჯერ ჩვნებს მივხედოთ ჯობია.
თენგო
23 ივლისი 2016 15:59
0
საქართველოში არ გავინძრეთ,არა... არ ვხარჯოთ ოფლი და ენერგია ბავშვების აღზრდაზე და პერსპექტიული ქართველების მოძიებაზე მთელს მსოფლიოში... ვიაროთ და ვაძლიოთ ქართული პასპორტები ბრაზილიელებს,ესპანელებს,აფრიკელებს,ჩინელებს... გადასარევად იოლი საქმეა... ზუსტად ჩვენსავით ზარმატსი ხალხისთვის ზედგამოჩრილი... და ვინ უთხრა ამ ვაჯბატონს, რომ ეროვნებით პოლონელ კოპას,ეროვნებით იტალიელ პლატინის,ალჯირელ ზიდანს,სომეხ ჯორკაეფს და სხვებს მრავალს,ფრანგებმა ნატურალიზება გაუკეტეს... ისინი საფრანგეთის მოქალაქეებად დაიბადნენ ძმაკატს... ისევე,როგორტს კლოზე და პოდოლსკი გერმანელებად...
qarveli
23 ივლისი 2016 15:58
0
ვერანაირად ვერ დავუჭერ მხარს უცხოელის ნატურალიზებას ჩვენს ნაკრებში. ეთნიკურად ქართველი - კი ბატონო, აქ დაბადებულ-გაზრდილი არაქართველიც(ანუ, აქაური მენტალიტეტის) კი ბატონო. ნაკრებს ქვია ე რ ო ვ ნ უ ლ ი და არა საკავშირო ან საერთაშორისო... მე თუ მკითხავთ, მწვრთნელიც ქართველი უნდა გვყავდეს აუცილებლად! უცხოელი კი კონსულტანტად შეიძლება! მაგრამ ეხლა ვიცი რამდენი შემედავება, მეტყვიან - შედეგი გვინდა ძმაო, შედეგიიიიი....
zura
23 ივლისი 2016 15:46
0
სხვების რა გითხრათ მაგრამ რენე აუცილებლად გვჭირდება ნაკრებში. რაც შეეხება გერმანიას არავინ არ ყავსო - ხედირა, გიუნდოგანი, ბოატენგი, პოდოლსკი, კლოზე - არაა საკმარისი? იტალიაში ძამბროტა, ედერი. ესპანეთში ტიაგო. საფრანგეთში ზიდანი, ჯორკაეფი, ლიზარაზიუ, ბენზემა, რიბერი... ამათგან ზოგი საფრანგეთის კოლონიებშია დაბადებული და არა საფრანგეთში, ზოგი დაბადებულია მარა ფრანგი არაა.
მინდია
23 ივლისი 2016 15:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული