"ახალი სისხლი" საქართველოს ნაკრებისთვის: სხირტლაძე, რენე ფერეირა, ლაზები...

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის პირველ ტურში "სილკებორგი" გასვლაზე "ოდენსეს" შეხვდა და 0:0 ითამაშა. ცხადია, სუპერლიგაში დაბრუნებული გუნდისთვის ეს ურიგო შედეგი არ არის... ამაში საინტერესო ის გახლავთ, რომ "სილკებორგის" ძირითად შემადგენლობაში დავით სხირტლაძემ ითამაშა. მან "ოდენსესთან" შეხვედრა თავდამსხმელად დაიწყო ("სილკებორგმა" 4-4-2 სქემით ითამაშა) და 65-ე წუთზე შეცვალეს. სეზონის დაწყებამდე კი, 23 წლის თავდამსხმელმა ოთხ საკონტროლო შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

უკვე მეხუთე წელია, რაც სხირტლაძე დანიაში თამაშობს. თავიდან, ის "ორჰუსის" ფეხბურთელი იყო, სადაც 2011 წლის იანვარში მიიწვიეს და სარეზერვო გუნდში ვარჯიშობდა. იმავე წლის გაზაფხულზე
კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და მთავარ გუნდს შეუერთდა, სადაც ამჟამად მათე ვაწაძე ირიცხება. მაშინ მას გუნდში დავით დევდარიანი და გეგა დიასამიძეც დახვდნენ...

სხირტლაძე "სილკებორგში" შარშან, 24 ნოემბერს გადავიდა და გუნდს სუპერლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. ტანმაღალ (187 სმ) თავდამსხმელს საქართველოს ყველა ასაკობრივ (U17, U19, U21) ნაკრებში უთამაშია. ორივე დანიურ გუნდში, "ორჰუსსა" და "სილკებორგში", მან სულ 89 მატჩი ჩაატარა.

გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს ის გიორგი დევდარიანის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებიდან ემახსოვრებათ - სხირტლაძე დავით ლეგაშვილთან, ვაკო ყაზაიშვილთან, გიორგი ჭანტურიასთან, არჩილ ტვილდიანთან და ლაშა პარუნაშვილთან ერთად წამყვან როლში იყო.

სხვათა შორის, სხირტლაძით ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე იყო დაინტერესებული. ახლა შევიტყვეთ, რომ ნაკრების ამჟამინდელ დამრიგებელს, ვლადიმირ ვაისსაც აცნობეს, რომ დანიაში ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი თამაშობს. 5 წელი დანიაში ვარჯიში და თამაში პატარა ამბავი არ არის, ეროვნულ გუნდს კი თავდასხმაში კონკურენცია სჭირდება.

ვინ იცის, იქნებ, სხირტლაძე იყოს ის ახალი სისხლი, რომელიც "ჯვაროსნებს" წაადგებათ.

* * *
ასეთივე საინტერესო ფიგურა, თუ მეტი არა, თბილისის "დინამოს" მცველი რენე ფერეირაა. ცხადაძე მისითაც ინტერესდებოდა და ეს არ იყო შემთხვევითი.

სომხეთის ჩემპიონ "ალაშკერტის" მთავარი მწვრთნელის, აბრამ ხაშმანიანის მატჩისშემდგომი კომენტარიც - "დინამოდან" ძალიან მომეწონა რენე ფერეირაო, უთუოდ ყურადსაღებია. ასეთ მოთამაშეს მოჰკიდებენ ხელს ყაზახები, სომხები ან აზერბაიჯანელები და ეროვნული ნაკრებშიც სიამოვნებით ათამაშებენ.

საერთოდ, ჩვენთან, ვინც უცხოელთა ასიმილაციას ეწინააღმდეგება, ქვეყნის ინტერესსა და ნაკრების გაძლიერებას შორის ზღვარს ბევრი ვერ ავლებს. ჩვენზე ბევრად ძლიერი და მდიდარი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, ნაკრები გუნდები რომ გააძლიერონ.

საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი, ჰოლანდია, ბელგია, პორტუგალია, შვეიცარია - ეს ქვეყნები ფეხბურთში ძალიან დიდ ფულს აბანდებენ, მაგრამ საკუთარ რესურსს ისინიც არ სჯერდებიან და ნიჭიერ მოთამაშეებს სხვა ქვეყნებიდანაც იმატებენ.

აბა, რა იქნებოდა საფრანგეთი ტრეზორის, ზიდანის, ვიეირას, ანრის, მალუდას, აბიდალისა და სხვა არაფრანგი ვარსკვლავების გარეშე? ან გერმანული ფეხბურთის ისტორია პოლონელი კლოზეს ან იოზილის გარეშე წარმოგიდგენიათ?

ახლახან, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელს, მარიო ფერნანდესს, ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა და ამით ნაკრებისკენ გაუხსნა გზა. მანამდე კი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებში ითამაშა "შალკეს" ნახევარმცველმა, უკრაინაში დაბადებულმა გერმანელმა რომან ნოიშტედტერმა.

ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. ეს ნორმალური მოვლენაა და ჩვენთვისაც არ უნდა იყოს მიუღებელი რენე ფერეირას მსგავსი მოთამაშეების ნატურალიზება.

* * *
...მაგრამ არსებობს მეორე გზაც - ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ რესურსი უცხოეთშიც არსებობს და არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინაში, რომელთა ასაკობრივ ნაკრებებშიც ბევრი წარმოშობით ქართველი თამაშობს. შეუძლებელია, ცნობილ ბლოგერს, ზაზა ახალაიას არ დაეთანხმო, რომ თურქეთში მაცხოვრებელ ქართველებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს.

წლების წინათ, თბილისში ჩამოსულმა ერთმა ლაზმა ბიზნესმენმა თურქეთის სუპერლიგაში და ევროპაში მოთამაშე იმდენი საინტერესო ლაზი ჩამოთვალა, გაოცებული დავრჩი. გასაგებია, ბევრად მდიდარ თურქეთში მოთამაშემ, შესაძლოა, საფეხბურთო მოქალაქეობა და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები არ დათმოს, მაგრამ მცდელობას წინ რა უდგას?

სომხეთის ნაკრები იმის მაგალითად გამოდგება, თუ როგორ შეიძლება დიასპორის ხარჯზე გაძლიერება. ბოლო წლებში, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში მიიწვიეს მარსელში დაბადებული გაელ ანდონიანი, კალუგელი (რუსეთი) სერგეი ავაგიმიანი, გროზნოელი არტურ სარქისოვი, თურქეთში დაბადებული და ჰოლანდიაში გაზრდილი არას ოზბილისი, იურა მოვსისიანი, რომელიც ბაქოში დაიბადა და ამერიკაში გაიზარდა, სოჭელი რუსლან კორიანი, სანკტპეტერბურგელი არტიომ სიმონიანი, პლუს ამას, ნატურალიზირებული გახლდათ ბრაზილიელი მარკოს პიზელი.

საკმაოდ ბევრი თანამემამულე დაიბრუნეს თურქებმაც: გერმანიაში იზრდებოდნენ ილდირაი ბაშთურქი, ჰამით ალთინთოფი, უმით ქარანი, ახალ თაობაში - ჰაქან ბალთა, ნური შახინი, ჰაქან ჩალხანოღლუ, ოლაი შახინი და იუნუს მალი, ჰოლანდიასა და დანიაში გაზრდილი ოგუზხან ოზიაკუპი და ემრე მორი, ნატურალიზიბული ჰყავდათ ბრაზილიელი მარკო აურელიო.

ქართველები თურქეთში მრავლად არიან - 2 მილიონი, მილიონი თუ 500 ათასი, ამაზე ნუ ვიკამათებთ. 500 ათასი რომ იყოს, რა, ცოტაა? მთავარია, მათ ისტორიულ სამშობლოსთან კავშირები აქვთ და საქართველო არანაკლებ უყვართ, ვიდრე ჩვენ.

დიდი შანსია, მათ შორის 2-3 ხეირიანი მოთამაშის მოძებნით "ჯვაროსნებს" ის ახალი სისხლი გადაუსხან, რაც მათ აუცილებად სჭირდებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 53 /
მერაბ მამულაშვილი: "ჩვენზე ბევრად ძლიერი და მდიდარი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, ნაკრები გუნდები რომ გააძლიერონ"...

ბ-ნო მერაბ! საქართველოს ნაკრების გაძლიერება რომ უნდოდეთ ჩემ მეთოდს ჯერ გამოცდიდნენ და შემდგომ გამოიყენებდნენ.
გუჯა კახაძე
23 ივლისი 2016 15:34
0
კი რენე კარგი მცველია ჩვენს ჩემპიონატში მაგრამ ისეთი არაა რომ ქართველ მცველებზე ორითავით მაღლა იდგეს და ეროვნულ ნაკრებში მასზე ძლიერი ქართველი ლეგიონრები ვერ მოიძებნოს,ჩემი აზრით რენეს დონის მცველები ნამდვილად გვყავს, და ალაშკერტი არ არის ისეთი გუნდი რომ მის წინაღმდეგ კარგი თამაშით ვაღიაროთ რომ რენე ეროვნულ ნაკრებს აუცილებლად გამოადგება.
romandro
23 ივლისი 2016 15:30
0
es yvelaferi zalian kargia magram amas tkmada laparaki arushvelis saqmes shesruleba da gaketebac uyvars droulad
goga
23 ივლისი 2016 15:30
0
მოკლედ კარგის გადმოღება მაინც ვერ ისწავლეთ ევრიპიდან რაც ცუდია იმას ვიღებთ საფრანგეთის ნაკრები აღარ არსებობს და ეს მოსაწონი თუა და იმათ მაგალითებით აპირებთ განვითარებას მაშინ ჯობია გააუქმოთ ფეღბურთი და რაგბს მიხედოთ ვიღაც ზლატკო დედიჩი ან ჰუსეინა რო იქნება საქართველოს ნაკრებში იმ ნაკრების ....
ქუთაისელი1
23 ივლისი 2016 15:02
0
მატერაციმ ეგ უთხრა ალბათ ზიდანს, ფრანგი არა ხარო და მიიღო ჯიდეც )) ან ანრი რატომ არაა ფრანგი, მთლად თეთრი რომ არაა? )) რასიზმამდე დავდივართ ამ მსჯელობით, ბატონო მერაბ . არც ის დაიჯეროთ, თურქეთში ლაზებს საქართველოზე აბოდებთო - 99% თურქი ვარო, იძახის. რენე კარგი ვარიანტია, თუმცა რაღა მაინცდამაინც სომხებს ვადარებთ ამ ვარიანტს - მაგათ ძირითადად მართლა სომხური წარმოშობის მოთამაშეები მიყავთ, ისევე როგორც თურქებს.
Kote
23 ივლისი 2016 14:42
0
არ დამიბლოკოთ! /..... .........., რა კლოზე, იოზილი და საფრანგეთი კიდე. !/ ეროვნული ნაკრებიი მაგითა საინტერესოო, არავითარი ნატურალიზაცია , მაგან უტირა ყოფა ფეგბურთს, იტალიელი იტალიიის ჰიმნის და დროშის ქვეშ, ფრანგი სადრანგეთის, და ა.შ / საკლუბო დონეზე ზალიან მაგარია, მაგრამ სანაკრებო?! რაგა აზრი აქ მაშინ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატს??? მარტო დროშა და ჰიმნი რათ მინდა?? მე საქართველოს ნაკრებში მარტო ქართველი მინდა, მესიც რო იყოს გინდა ინიესტა , რონალდო.../ ისევ ოქრიაშვილი და ყენია , დვალიშვილის ყურება და გულშემატკივრობა მირჩევნია, საქართველოს ნაკრებში მჩედლიზეს 5 წუტი მირჩევნია ვიდრე ვიგაც ბრაზილიელი ან აფრიკელი ან Eვროპელიი ან აზირლი,, შეეშვით ამ პროპაგანდას! ლაზებიი კი ბატონო , მაგარი იქნება ძაან, და კიდე , თუ უცხოეთში ეძებთ ნიჩიერ ბავშვებს , გააკეთოს მთავრობამ ფერეიდანში ქართული საფეღბურთო აკადემია, და არ მგონია რომელიმე მათგანმა ითამაშოს ნაკრებში ვინმეზე ნაკლებად, მაგალიტად: ჩამოყვანილ ევროპელზე ან ბრაზილიელზე, დერეიდნელი ტავს დადებს , პატივი იქნება მაგისთვის, და ბრაზილიელს და აფრიკელსს უხსენი ქართული ჯიგარი რა არი..... იმედია არ დაბლოკავთ, დამატყდა თითები წერით..:D
Vaso
23 ივლისი 2016 14:42
0
რენე ფერეირა უნდა მოიწვიონ ნაკრებში, ერთ ერთი გამორჩეული მცველია ჩემპიონატში. იმდენი ხანია თამაშობს საქარტველოს ჩემპიონატში, უკვე ქართველადაც მიმაჩნია.
anti
23 ივლისი 2016 14:33
0
კი, აშკარად სწორი მიდგომაა ბატონო მერაბ, თურქეთის მიმართულებით აქტიურობა არ გვაწყენდა
სგ სგ
23 ივლისი 2016 14:27
0
ვეთანხმები ავტორს და აუცილებელია თუ კარგად თამაშობს უცხოელი, თან ჩვენი თვალით ვუყურებთ თუ როგორ თამაშობს რენე.... ჩემი აზრით რენე ძალიან გამოადგება საქართველოს ნაკრებს
svani
23 ივლისი 2016 14:14
0
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები საფრანგეთში არიან დაბადებულ გაზრდილები და არცერთი ფეხბურთელი არ ჰყავთ ნატურალიზებული იგივე შეიძლება ითქვას დღევანდელ გერმანიის ნაკრებზე
Gio
23 ივლისი 2016 14:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული