როგორ ვხვდებით ავსტრიას? ნაკრების ფეხბურთელების მდგომარეობა დღეს

AutoSharing Option
5 სექტემბერს, "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიის უპირველეს გუნდს დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კარგად დაწყება ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია.

როგორც ყოველთვის, საქართველოს ნაკრებს არ აკლია პრობლემები. იცით, რომ ეროვნულმა გუნდმა კაპიტანი ჯაბა კანკავა მოისაკლისა. გვყავს უგუნდო ფეხბურთელები და ისეთებიც, თავიანთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა რომ აკლიათ...

მოკლედ, ჩვენს წერილში ამომწურავად მიმოვიხილოთ საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელის სადღეისო მდგომარეობა...

მეკარეები
გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი) - სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარე შესანიშნავ ფორმაშია. რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურებში ის საუკეთესოა არათუ თავის
კლუბში, არამედ, ალბათ, მთლიანად ჩემპიონატში.

როინ კვასხვაძე ("ტორპედო") - ქუთაისის "ტორპედოს" მეკარეს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა აქვს ქუთაისური კლუბის შემადგენლობაში.

გიორგი მაკარიძე ("მორეირენშე", პორტუგალია) - "მორეირენშეს" ქართველი მეკარე გუნდში მისვლისთანავე ძირითად მეკარედ იქცა და ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდის კარის დარაჯს სანაკრებოდ სოლიდური ამბიცია ექნება.

ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი) - ოფიციალურად ჯერ ისევ რუსული "მორდოვიას" ფეხბურთელია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ კარიერას ისრაელის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. ეგაა, 7 ივნისს ესპანეთთან ამხანაგურ მატჩში მიღებულმა ტრავმამ სათამაშო პრაქტიკა მოაკლო.

მცველები
უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბ) - მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს "დინამოში". ძირითად შემადგენლობაშია როგორც ევროპალიგის, ისე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში.

ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი) - კატალონიურ კლუბში ახალმისულს ადაპტაციის პერიოდი უდგას.

საბა კვირკველია ("რუბინი", რუსეთი) - პირდაპირ საკვირველია: ბოლო დრომდე "რუბინის" ერთ-ერთი ლიდერი იყო, გუნდში ესპანელი ხავი გრასიას მისვლის შემდეგ კი ძალიან ხშირად განაცხადშიც ვეღარ ხვდება. ვეჭვობთ, ეს ჩვენებურის ცუდ ფორმას უკავშირდება. ალბათ, მისთვის უკეთესი იქნება სხვა გუნდში გადასვლა.

გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია) - ყველაზე სტაბილური ქართველი ფეხბურთელი, ვინც წლებია, საქართველოს ნაკრებისთვის შეუცვლელი მოთამაშეა. კაშია მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასაწყისსაც მშვენიერ ფორმაში ხვდება.

ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბ) - "დინამოდან" ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახებამ ქართულ საფეხბურთო თემში დიდი მღელვარება კი გამოიწვია, თუმცა გვგონია, რომ ამისულაშვილის გამოცდილება ეროვნულ გუნდს აუცილებლად წაადგება. მას საქართველოს ჩემპიონატსა და ევროთასებზე სისტემატური სათამაშო პრაქტიკა აქვს.

გიორგი ნავალოვსკი ("ვერია", საბერძნეთი) - ბერძნულ კლუბში ახალი მისულია. ამ ქვეყნის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და აქედან გამომდინარე, ძნელია იმის თქმა, როგორ ფორმაშია ნაკრების მარცხენა მცველი.

ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი) - სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ჩვეული თავდადებით უნდა აღმოფხვრას. გუნდში მყარი სათადარიგოა.

ნახევარმცველები
ნიკა კვეკვესკირი ("გაბალა", აზერბაიჯანი) - შესანიშნავ ფორმაშია. მნიშვნელოვნად განაპირობებს გუნდის კარგ თამაშს ევროპალიგაზე. სისტემატური სათამაშო პრაქტიკა აქვს.

მურთაზ დაუშვილი ("დიოშდიორი", უნგრეთი) - უნგრულ კლუბში მისვლის შემდეგ საყრდენ ნახევარმცველს სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. მოკლე დროში გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი) - კარგია ყველაფერი ის, რაც კარგად მთავრდება. ბოლოს და ბოლოს, ის ჩაირიცხა "სევილიაში" და ახლა მისგან ყველა კარგ თამაშს ველით.

თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია) - საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და თავსატეხი. ოქრიაშვილის გასწვრივ კლუბის დასახელება მხოლოდ ფორმალურად წერია. ასეთი სიტუაციაა ახლა, ეს წერილი რომ იწერება და რა იქნება მომავალში, ამის განჭვრეტა ახლა ძალიან რთულია.

სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა) - უკრაინულ კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აკლია. "ვორსკლას" საქმეები ისე ვერ მიდის, როგორც ამას თავად ფეხბურთელი ისურვებდა, მაგრამ ჩვენ უფრო კობახიძის ამბები გვაინტერესებს, ვიდრე უკრაინული გუნდისა.

ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი) - სათამაშო პრაქტიკა აქვს და კარგ ფორმაშიცაა. ეგაა, ტრავმამ მცირე ხნით შეაფერხა, თუმცა ახლა მინდორს დაუბრუნდა. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნასა თუ უფორმობაში ჯანოზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი) - "სლავიაში" უფრო სათადარიგოა, ვიდრე ძირითადის ფეხბურთელი. მაინც გვგონია: ყენიას შეუძლია სარგებლობა მოუტანოს საქართველოს ნაკრებს. ეგაა, მისგან ჯერაც მეტს და მეტს ველით.

ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია) - ბოლო ორ მატჩში სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა. იმედია, ეს პროცესი შეწყდება და საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან პრინციპულ მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

ჯაბა ჯიღაური (თბილისის "დინამო") - სათამაშო პრაქტიკის მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს.

გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი) - ძალიან ცოტას თამაშობს რუსულ კლუბში. თან გუნდში ახალი მისულია და ადაპტაციის პერიოდი უდგას.

გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბ) - სათამაშო პრაქტიკა აქვს როგორც საქართველოს ჩემპიონატის, ისე ევროთასების მატჩებში.

თავდამსხმელები
ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია) - ნაკრებში გამოძახებული კია, მაგრამ გაირკვა, რომ კვლავ ტრავმა აწუხებს. არადა, მჭედლიძე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებისთვის.

ვლადიმერ დვალიშვილი ("დინამო", თბ) - ბოლოდროინდელ ტრავმას თუ არ ჩავთვლით, "დინამოში" სათამაშო პრაქტიკა არ მოჰკლებია.

დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია) - დანიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბის ერთ-ერთი ლიდერია. შესაბამისად, არც სათამაშო პრაქტიკა აკლია. ერთი კვირის წინ დუბლიც შეასრულა.

ოთარ მარცვალაძე ("ორდაბასი", ყაზახეთი) - ყაზახურ კლუბში სისტემატურად თამაშობს. ხან სათადარიგოთა სკამიდან ერთვება თამაშში, ხან ძირითადშია.

გიორგი ქვილითაია ("რაპიდი", ავსტრია) - ახლახან მივიდა "რაპიდში". ადაპტაციის პერიოდი უდგას და თან ტრავმაც აწუხებს, თუმცა, იმედია, ავსტრიამდე მოიშუშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
მამუკა - "ვინმემ თუ იცით ეს მჭედლიძე ტრავმებს სად ღებულობს" - ეჭვი მაქვს ან ბასეინში ან სუფრაზე...(აბა თამაშით ეგ არ თამაშობს და)
ირაკლი
24 აგვისტო 2016 12:12
0
კანკავა კი არა ქრისტე ღმერთი არ გშველით,ავსტრიამ თავისი ბოღმა თქვენ უნდა გადაგამსხვრიონ თავზე
999
24 აგვისტო 2016 10:48
0
კანკავას არ გამოძახება დიდი შეცდომაა,მერე რა რომ უგუნდოდ არის,ბევრ "გუნდიანს" ჯობია.
NMN789
24 აგვისტო 2016 09:52
0
იმედია არ წავაგებთ (მაგრამ როგორ მოვიგებთ ეგეც არ ვიცი
gg
24 აგვისტო 2016 08:38
0
არაბიზეს რატომ არ იზახებენ ვერ ვიგებ კარგი ფეხბურტელია
amirani
24 აგვისტო 2016 02:34
0
ჭანტურია ძალიან ცოტას თამაშობსო))) ცოტას კი არა საერთოდ არ თამაშობს,პირველ ტურში ითამაშა ბოლო ათი წუთი იმის მერე სკამიდან ვერ მოგლიჯეს.... მოკლედ სასტავია გულს გაუხეთქავს მტერს და მოყვარეს!
DD))
24 აგვისტო 2016 01:20
0
ეს კაკაბაძე რამდენჯერაც გამოიძახეს ან არ ათამაშებენ თუ გამოიყვანეს კიდე ვერაფერს აკეთებს სკამზე დასაჯდომათ იძახებთ თუ რაოდენობის შესავსებათ მაგაზე უკეთესებს თუ ერ ხედავთ კარგად ყოფილა ჩვენი ნაკრების საქმე.
კოკო
23 აგვისტო 2016 22:34
0
რა გვეშველება? ნახევარ ნაკრებს ტრავმა აწუხებს :(
ალეკო
23 აგვისტო 2016 21:53
0
კობიაშვილი ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს))))
svani
23 აგვისტო 2016 21:25
0
ჯაბას არ ატამაჰებენ იმიტომ რომ ას სურს ფედერაცის დასპორტის სამინისტროსაც ალბატ, ხოლო ვაის ვინ ეკიტხება ტუ რა გირს ბალი ბაზარჰი?
vaxo
23 აგვისტო 2016 21:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული