მე მზად ვარ! - ცისკარიძე ნაკრებში გამოძახებას ემოციურად გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 5 სექტემბერს ავსტრიასთან სათამაშოდ გაფართოებული სია ჩამოწერა. შემადგენლობაში მოხვდა ზურაბ ცისკარიძეც, რომელიც ის იშვიათი გამონაკლისია, გაზაფხულ-ზაფხულის სპარინგებში კარგი შთაბეჭდილება რომ დატოვა.

ჩეხური "ტეპლიცეს" ფეხბურთელი ნაკრებში მორიგმა გამოძახებამ იმდენად გაახარა, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტიც გამოაქვეყნა, თანაც, ქართულ ენაზე, რომელიც კარგად არც იცის.

"საქართველო-ავსტრიის მატჩის შემადგენლობაში მოხვედრით კიდევ ერთი დიდებული შანსი მომეცა.

ფეხბურთში ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს - მუდმივად გიწევს საკუთარი თავის დამტკიცება, ყოველი დღე კი ახალი გამოწვევაა. გუშინდელი დღე არავის ახსოვს, აწმყო კი რეალურად
ერთადერთი განზომილებაა.

ჩვენ, როგორც ფეხბურთელებს, უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, ამ მაისურის ჩაცმით ჩვენი ხალხი და ქვეყანა წარმოვადგინოთ. ეს უდიდესი პატივია.

სულითა და გულით ველი იმ დღეს, როცა კვლავ შემეძლება ჩემს ძმებთან გვერდიგვერდ დიდი მიღწევებისთვის ბრძოლა - თამაშიდან თამაშამდე! მე მზად ვარ"! - წერს ცისკარიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გენაცვალე აი ეგეტები უნდა იკვნენ კველა ეგეტი ჯინი და ეგეტი ემოციებიტ დატვირტულნი კარგი კაცი ხარ
bejani
18:13 26-08-2016
0
ვა რა მაგარი კაცი ხარ, ღმერთმა წარმატებები არ მოგაკლოს
.......
17:22 24-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული