საქართველოს ნაკრები: პარუნაშვილი დაემატა, ოქრიაშვილი გამორიცხული არ არის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩისთვის ემზადება, 31 აგვისტოს "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში ჩაატარა.

წვრთნა მსუბუქი იყო - ვლადიმირ ვაისმა შეგირდები ორად გაყო და ორმხრივ თამაშს მიადევნა თვალი.

ვაისმა ნაკრებს დაამატა თბილისის "დინამოს" 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი. მსუბუქი ტრავმის გამო არ უვარჯიშია გიორგი აბურჯანიას. სრული დატვირთვით ივარჯიშა ვაკო ყაზაიშვილმა, ვინც პოლონეთიდან უკვე "ლეგიას" ფეხბურთელად დაბრუნდა.

ნაკრებს დღეს უნდა შეუერთდეს ოთარ კაკაბაძე. რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, როგორც შევიტყვეთ, ნაკრებში მისი თამაში ბოლომდე გამორიცხული არ
არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ავსტრიის ეროვნული გუნდების შეხვედრა 5 სექტემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენსე", პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბილისი), ლაშა დვალი ("სლასკი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ვერია", საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", უკრაინა)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი ("გაბალა", აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ალექსანდრე კობახიძე ("ვორსკლა", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბილისი), გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("დინამო", თბილისი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია), ოთარ მარცვალაძე ("ორდაბასი", ყაზახეთი)
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა წარმატება ხალხო. წარმატება იქნება 0-0. ავსტრიას მაგარი გუნდი ყავს, ხომ არ დაგავიწყდათ მე-6 კალათაში ვიყავით კენჭისყრის დროს. ავსტრია იყო პირველში.
Gocha Juve - რას ბოდიშობ მეგობარო, ცამდე მართალი ხარ.
rato
12:49 01-09-2016
0
კი, მაგრამ პარუნაშვილს რა უნდა ნაკრებში? მაგის შეცდომების გამო გავიდა გოლები ზაგრებთან საპასუხო და პაოკთან პირველ შეხვედრაში. ძალიან ცუდი საყრდენია და ბევრ უაზრო შეცდომას უშვებს ხოლმე. პარუნაშვილს ბევრად ჯობია მაგალითად გამოცდილი ირაკლი ძარია და ასევე ბევრი სხვა თუ დაც საქართველოს ჩემპიონატიდან...
დათო
12:36 01-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული