კონტრაქტი გაწყდა თორნიკე ოქრიაშვილსა და "გენკს" შორისაც. ვაწაძის დარად, ისიც თავისუფალი აგენტი გახდა და რა იქნება შემდეგ, ახლა რთული სათქმელია.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას, მასთან დაკავშირებას ბოლო დღეებში ამაოდ ვცდილობდით. კანკავაზე ახალი ინფორმაცია ვერც ინტერნეტში მოვიძიეთ. ამდენად, მის სამომავლო გეგმებზე, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი.
ვნახოთ, დარჩება თუ არა კანკავა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"