5 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ზურაბ ხიზანიშვილს გავაცილებთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 5 სექტემბერს, "დინამო არენაზე", საქართველოს და ავსტრიის ნაკრებების მატჩის დაწყებამდე ზურაბ ხიზანიშვილის ეროვნული გუნდიდან გაცილების ცერემონია გაიმართება.

ზურაბ ხიზანიშვილი 16 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი. მისი დებიუტი 1999 წელს საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირების დროს შედგა და მას შემდეგ, 2015 წლის ჩათვლით, მან ეროვნული ნაკრების მაისურით 93 მატჩი ითამაშა.

ხიზანიშვილს საქართველოში თბილისის "ლოკომოტივში", თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიაში" უთამაშია, საზღვარგარეთ კი შოტლანდიური "დანდისა" და "გლაზგო რეინჯერსის", ინგლისური "ბლექბერნის", "ნიუკასლისა" და "რედინგის", ასევე, თურქული "ქაისერისფორის" ღირსებას იცავდა.
ამჟამად 34 წლის მცველი ბაქოს "ინტერში" გამოდის.
მკითხველის კომენტარები / 11 /
გმადლობ ზურა,ფეხბურთელობაზე ბევრს შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს,მაგრამ მე ფეხბურთელადაც მომწონხარ და ადამიანურადაც,მითუმეტეს ნოდარ ხიზანიშვილის ვაჟი ხარ და შენს პატრიოტობა კაიკაცობაში ეჭვი არ მეპარება.წარმატებები შემდგომ ცხოვრებაში.
სოსო
21:50 02-09-2016
0
ხიზანას ბევრი კარგი თამაშია ჩატარებული რაც შეეხება ავტოგოლებს აი ისინიც ვისაც ავტოგოლიაქ გატანილი ფერნადო იერო დათო ყიფიანი და პაულო მალდინი აღარ გავაგრძელებ მეტს იმდენი კარგი და რასაც ქვია დიდი ფეხბურთელი მყავს ამ სიაში.ასე რო შეეშვით რა ამ ავტოგოლებით მანიპულირებას.ხიზანას კიდე გზა დაულოცოთ ვისაც სურვილიაქ ამისი და მორჩა.
qutaiseli
21:09 02-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული