საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, აბურჯანიამ ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს 5 სექტემბერს გასამართ მატჩში ვეღარ დაეხმარება.
მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც 6 სექტემბერს ზესტაფონში ხორვატიის ნაკრებს უმასპინძლებს, ეროვნული ნაკრებიდან თბილისის "დინამოს" შემტევი გიორგი პაპუნაშვილი შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს თბილისში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.