ცვლილელები ნაკრებში: აბურჯანიამ ტრავმა მიიღო, პაპუნაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ავსტრიასთან მატჩის წინ გიორგი აბურჯანია გამოაკლდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, აბურჯანიამ ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც  გუნდს 5 სექტემბერს გასამართ მატჩში ვეღარ დაეხმარება.

მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც 6 სექტემბერს ზესტაფონში ხორვატიის ნაკრებს უმასპინძლებს, ეროვნული ნაკრებიდან თბილისის "დინამოს" შემტევი გიორგი პაპუნაშვილი შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს თბილისში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული