საქართველო VS ავსტრია - არ გვეშინია!

AutoSharing Option
დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ჩაებმება. ვლადიმირ ვაისის გუნდი, რომელიც D ჯგუფში გამოდის, პირველ შეხვედრას ავსტრიის ეროვნულ ნაკრებთან თბილისში, "დინამო არენაზე" გამართავს.

შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩის წინ ბოლო ვარჯიში 4 სექტემბერს, თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ჩაატარა, მანამდე კი "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა და ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ უპასუხეს.

- ვლადიმირ ვაისი: ავსტრია ძლიერია, პატივს ვცემთ,
მაგრამ არ გვეშინია!

- მარსელ კოლერი: ანალიზმა გვიჩვენა, რომ ქართველებსაც შეუძლიათ კარგი ფეხბურთის თამაში

საქართველოს ნაკრებს ბოლო მომენტში ტრავმების გამო გამოაკლდნენ ოთარ მარცვალაძე და გიორგი აბურჯანია, ხოლო გიორგი პაპუნაშვილმა ეროვნულიდან ახალგაზრდულ ნაკრებში მწვრთნელთა გადაწყვეტილებით გადაინაცვლა.

საქართველოსა და ავსტრიის მატჩს ბელორუს მსაჯთა ბრიგადა განსჯის. არბიტრი 36 წლის ალექსეი კულბაკოვი იქნება. მას ვიტალი მალიტინი, ოლეგ მასლიანკო და დენის შჩერბაკოვი დაეხმარებიან. უნდა ითქვას, რომ არბიტრი კულბაკოვი მის სტატისტიკაზე თვალის ერთი გადავლებით არც ისე მკაცრია. ყოველ შემთხვევაში, მას ბოლო შეხვედრებში ყვითელი ბარათი არ გამოუყენებია.

რაც შეეხება შესარჩევ D ჯგუფში ჩვენს სხვა მეტოქეებს, დღესვე ითამაშებენ სერბეთი-ირლანდია (22:45) და უელსი-მოლდოვა (22:45).

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია)

მცველები:
უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი (ორივე - დინამო, თბ), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბ), ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბ);

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბ), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი).

მწვრთნელი:
ვლადიმირ ვაისი.

ავსტრიის ნაკრები:
მეკარეები: რობერტ ალმერი (აუსტრია), ანდრეას ლუკსე (ალტახი), რამაზან იოზკანი (ლევერკუზენი, გერმანია);

მცველები:
ალექსანდარ დრაგოვიჩი (ლევერკუზენი, გერმანია), მარტინ ჰინტერეგერი (ზალცბურგი), ფლორიან კლაინი (შტუტგარტი, გერმანია), სებასტიან პრიოდლი (უოტფორდი, ინგლისი), მარკუს ზუტნერი (ინგოლშტადტი, გერმანია), შტეფან შტანგლი (ზალცბურგი), კევინ ვიმერი (ტოტენჰემი, ინგლისი);

ნახევარმცველები: დავიდ ალაბა (ბაიერნი, გერმანია), მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი, ინგლისი), იულიან ბაუმგარტლინგერი (ლევერკუზენი, გერმანია), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი, გერმანია), შტეფან ილზანკერი (ლაიპციგი, გერმანია), ზლატკო იუნუზოვიჩი (ვერდერი, გერმანია), ვალენტინო ლაზარო (ზალცბურგი), მარსელ ზაბიტცერი (ლაიპციგი, გერმანია), ლუის შაუბი (რაპიდი), ალესანდრო შიოპფი (შალკე);

თავდამსხმელები:
მიხაელ გრეგორიჩი (ჰამბურგი, გერმანია), ლუკას ჰინტერზეერი (ინგოლშტადტი, გერმანია), მარკ იანკო (ბაზელი, შვეიცარია).

მწვრთნელი:
მარსელ კოლერი.
მკითხველის კომენტარები / 38 /
კიდევ დააყენეთ გაფარჩაკებული დინამოს ფარჩაკი ფეხბურთელები, საერთოდ წყალი არ გაუვა საქართველოს ნაკრები არის ერთერთი ყველაზე უსუსტესი საფეხბურთო ნაკრები ყველა კომპონენტში ესეთ დამცინავ ფეხბურთს არცერთი სუსტი ნაკრებიც აღარ თამაშობს მისთვის მე 6 კალათა სავსებით დამსახურებულია არცერთი ფეხბურთელი საშუალო დონისაც კი არა გვყავს ეს დღევანდელ შეხვედრაშიც თვალნათლივ ჩანს ამას დაუმატეთ "ფლაგმანი" დინამოს 4 ფეხბურთელი ძირითადში ჯერ ეგ რა მიზნით აყენებს ეს ვუი-სი დინამოს მთხლებურთელებს ესეც გარკვეულია უკვე უბრალოდ ქართული ფეხბურთი საიქიოშია.
azurini
05 სექტემბერი 2016 20:57
0
გაიხსენეთ დინამოს თამაშები ევროთასებზე,ყველა გოლი მეკარის ბაქნიდან გადიოდა სრულიად თავისუფლად დარჩენილი შემტევის მიერ.გამოსწორდა რამე?
არადა როგორი სუსტია ავსტრიაც.
სოსო
05 სექტემბერი 2016 20:56
0
გთხოვთ აკრძალეთ ეროვბული ნაკრების დაფინანსება
ფეოლა
05 სექტემბერი 2016 20:53
0
0-2 kidev ramdens gaushveben neta?absus cxadadze
Gff
05 სექტემბერი 2016 20:46
0
იბლატავეთ ეხლა.არ გეშინიათ ხო? სახეზე გეტყობათ უკვე რო გამოდიხართ მანდრაჟით იმიტომ რომ თქვენს თავში არ ხართ დარწმუნებული,იმიტომ რომ კლასი არ გაქვთ ბიძია კლასი...
gg
05 სექტემბერი 2016 20:23
0
ცვერი გეიპარსეთ,ბიჩო,ცვერი... თამაში ღქვენ არ იცით და სიკოხტავეზე მაინც გქონდეთ პრეტენზია... ლორიას არ ეხება, რა თქმა უნდა...
maradona
05 სექტემბერი 2016 17:40
0

ნახეთ რა გუნდებში თAმაშობენ ავსტრიელები. ამათ რომ ჩვენებმა მოუგონ სასწაულის ტოლფასი იქნება
tbiliseli2
05 სექტემბერი 2016 17:06
0
სახალისო სათაურია, ბავშვობა გამახსენდა-საბავშვო ბაღში მასწავლებელი მგელზე ზღაპარს რომ გვიყვებოდა
ალეკსანდრე
05 სექტემბერი 2016 17:02
0
დღეს ანგარიში 2-0 საქართველო იგებს უეჭველი...
bibi
05 სექტემბერი 2016 16:30
0
ისინი ხო კვდებიან შიშით:D
lasha
05 სექტემბერი 2016 15:56
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული