ვლადიმირ ვაისი: ავსტრია ძლიერია, პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია!

AutoSharing Option
დღეს, 4 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურამდე 1 დღით ადრე, "დინამო არენას" მედიადარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ქართველთა მეტოქე ავსტრიის ნაკრები იქნება. მატჩი თბილისის დროით 5 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება.

"საკვალიფიკაციო ეტაპს ხვალ ვიწყებთ. გამოკვეთილი ფავორიტი ჯგუფში არ არის და ვფიქრობ, ყველა მატჩი ძალზედ რთული იქნება. ჩვენთვის პირველი მატჩის კარგად ჩატარება ძალზედ მნიშვნელოვანია. ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ შეტევასა და დაცვას შორის. ორივე ასპექტს მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს. მხოლოდ დაცვიდან
თამაშის შემთხვევაში, წარმატების შანსი ნაკლებად იქნება.

ოქრიაშვილი გუნდს ორი დღის წინ შემოუერთდა. სამწუხაროდ, ის "მარსელში" ვერ გადავიდა და უკლუბოდ დარჩა, რაც ჩვენთვისა და მისთვის სამწუხარო ამბავია. დიდი იმედი მაქვს, ის მაინც შეძლებს ხვალ გუნდის დახმარებას.

გიორგი პაპუნაშვილი 21-წლამდელთა ნაკრებში გავუშვი, რადგან მის პოზიციაზე საკმაო რაოდენობის ფეხბურთელი გვყავს. ამ ეტაპზე მისით კმაყოფილი ვარ და კარგ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ, გიორგი აბურჯანია კი ტრავმის გამო კლუბს დაუბრუნდა.

ვფიქრობ, ავსტრიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არ გაუმართლა. მართალია, ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია, პატივს ვცემთ, მაგრამ არ გვეშინია - გულშემატკივრებთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ!

მჭედლიძის და კანკავას არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ სხვა ფეხბურთელები ჩაანაცვლებენ, ვინც ესპანეთთან მატჩში კარგად გამოიჩინა თავი.

ქართული ფეხბურთისთვის მცირე წარმატებაც კი წინ გადადგმული ნაბიჯია. აქ ახლა ცვლილებები ხორციელდება, მათ შორის ეროვნულ ნაკრებშიც. იმედია, ხვალინდელი მატჩი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - განაცხადა ვაისმა.

მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციას მცველი ოთარ კაკაბაძე დაესწრო, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

"რამდენიმე სიტყვას დავამატებ ჩვენს განწყობასთან დაკავშირებით: ის მშვენიერია. წარმატების იმედი გვაქვს და იმის იმედიც გვაქვს, რომ გულშემატკივარი მოვა და გვერდით დაგვიდგება", - განაცხადა კაკაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
Tengizi
05 სექტემბერი 2016 11:30
ვიგებთ 2-1,თანაც შემოვატრიალებთ თამაშს ----ნეტავ მასე ყოს ძმაო რომ 2-1 და 3-1 მოგევგოს და სულ წინსვლით გვევლოს მაგრამ......"ისე მეიგო შენმა ხბომ ძროხა", როგორც დღეს ჩვენები მოიგებენ. სასწაული იქნება თუ უგოლო ფრე დამთავრდა. ისე კი დღეს დაესმება ვაისის საქართველოში მოღვაწეობა დიიიიდი "მძიმე" მერე კი წერტილიც...
Guadua
12:44 05-09-2016
0
ვიგებთ 2-1,თანაც შემოვატრიალებთ თამაშს
Tengizi
11:30 05-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული