"ათწლიანი კონტრაქტი არ მაქვს და ვიცი, რომ გულშემატკივარი დიდხანს ვერ მოითმენს..."

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ავსტრიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მედიასთან ისაუბრა.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- ჩვენმა მოთამაშეებმა იბრძოლეს და ცდილობდნენ, პირველ ტაიმში ცენტრალური მცველებისა და მეკარის მიერ დაშვებული პოზიციური შეცდომები გამოესწორებინათ. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუმცა არა - თამაშით. როცა ავსტრია 2:0 დაწინაურდა, კარგი მომენტი შექმნა და ლორიამ გადაგვარჩინა.

ამის შემდეგ ჩვენ რეალური საგოლე მომენტები შევქმენით. იყო ბრძოლის ჟინი და ხარისხიანად თამაშიც
შევძელით. ეს მაიმედებს. თუ მთელი გუნდი მუშაობას ასე გააგრძელებს, წარმატებაზე ფიქრი შესაძლებელია.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ დღეს კანკავა, მჭედლიძე და აბურჯანია ვერ დაგვეხმარნენ, ოქრიაშვილიც მზად არ გახლდათ და, ფაქტობრივად, უვარჯიშებელმა ითამაშა. მაგრამ მოედანზე გასულმა თითოეულმა ფეხბურთელმა შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა...

საერთოდ, მეტოქისა და ჩვენი შესაძლებლობები უნდა გავითვალისწინოთ. შევადაროთ, მათი და ჩვენი ფეხბურთელები რომელ კლუბებში თამაშობენ. დაახლოებით იგივე შემადგენლობა დავაყენე, როგორც ესპანეთთან, ტაქტიკაც იგივე დავტოვე.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში მხარს გვიჭირდნენ.

- ბუბა დაუშვილი ნიკა კვეკვესკირს რატომ ამჯობინეთ?
- ჩემი აზრით, დღეს დაუშვილმა კარგად ითამაშა და დავალებები ზუსტად შეასრულა. მის მეწყვილედ კი კაშია იმიტომ დავაყენე, რომ ავსტრიას რამდენიმე მაღალი დონის შემტევი ჰყავს და მათი შეჩერება გვსურდა. სწორედ ამიტომ არ ვათამაშე კვეკვესკირი.

როგორც იქნა, ანანიძემ თავისი შესაძლებლობები ნაკრებშიც გამოავლინა, მაღალ დონეზე ითამაშა და ლამაზი გოლიც გაიტანა...

დაცვაში უხეში პოზიციური შეცდომები დავუშვით - პირველი გოლი სწორედ ამიტომ გავუშვით. ჩვენი ნაკრები "ბარსელონა" არ არის, შეტევებს მცველები რომ იწყებდნენ. როცა ბურთი ამოგვქონდა, ავსტრია მაღალ პრესინგს მიმართავდა, რაც დაუშვილისა და კაშიას ბურთით მომარაგებას ართულებდა.

- ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე უტევდა...
- მე კი მიმაჩნია, რომ შეტევები კომბინაციური ფეხბურთის შედეგი იყო.

- ცვლილებები ხომ არ დააგვიანეთ?
- ნაადრევი შეცვლები უფრო სარისკო იქნებოდა. ოქრიაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, 20 წუთზე მეტს ვერ ითამაშებდა. ცვლილებაზე ამიტომ შევიყვანე და თამაშის გამწვავებას ყველანაირად შეეცადა. სხირტლაძე კი, მეგონა, უფრო აქტიური იქნებოდა და შეტევებს გაამწვავებდა.

- ბოლო დროს, ამისულაშვილი ბევრ შეცდომას უშვებს...
- საკვალიფიკაციო ეტაპს მხოლოდ ახალგაზრდებით ვერ ვითამაშებთ. 10-წლიანი კონტრაქტი არ მაქვს და გულშემატკივრებს არც ექნებათ ისეთი მოთმინება, ნაკრებში მხოლოდ ახალგაზრდები რომ ვათამაშო და პერსპექტივაზე გავაკეთო გათვლა. ვფიქრობ, ამისულაშვილს ცუდად არ უთამაშია. გოლზე კი პოზიციურად მთელი დაცვის ხაზი შეცდა, მათ შორის - მეკარეც.

რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვით, თუმცა არ მახსოვს, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებს ასეთ ძლიერ მეტოქესთან ამდენი საგოლე მომენტი შეექმნას.

- ჭანტურია მეტოქეებს ხშირად ეკამათება. მასთან ამ თემაზე დალაპარაკებას აპირებთ?
- ჭანტურია ემოციური მოთამაშეა, ეს მისი ხასიათია და მე ვერ შევცვლი. თუმცა თამაშისადმი მიდგომა მინდა შევაცვლევინო და ვნახოთ, აქედან რა გამოვა - ის ნიჭიერია.

- არაბიძეს თუ იცნობთ?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ და ვაკვირდები. ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ძალიან დიდი ტალანტია. უახლოეს პერიოდში მამამისთან და შემდეგ თავად ფეხბურთელთან დალაპარაკებაც მსურს, რადგან გავიგე, რომ ასაკობრივ ნაკრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მსურს ვიცოდე, ნაკრებისთვის მზად თუ არის. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 73 /
დაცვაამისა
solo1
06 სექტემბერი 2016 10:26
0
haha-ს მაგ ხალხში შენც შედიხარ და კახა არ უნდა წასულიყო ნაკრებიდან!!!!!!! ყოველთვის ვიტყვი აი ყოველთვის მსოფლიოც რომ მოვიგოთ))))))))))) ვიღაცის პირად ინტერესს რომ გადააყოლეს კაცი
svani
06 სექტემბერი 2016 10:24
0
ნიჩეო, ნიჩეო, ზატო კობი პარლამენტარი იქნება.
მირა
06 სექტემბერი 2016 10:18
0
მალადეც ბიჭებს მონდომება არ აკლდათ ჩვენსას სულ ვლანძღავთ სხვა რატომღაც გენიოსი გვგონია თქვე კაი ხალხო ნახეთ რამდენი შეცდომა დაუშვეს ავსტრიის ნაკრებმა უბრალოდ არ გაგვიმართლა და კლასიც გვაკლია რათქმა უნდა.
მთავარი თამაშია?
06 სექტემბერი 2016 10:11
0
ანანიდზემ თუ მაგრად ითამაშა მაშინ თამაშს რა ქვია
badri
06 სექტემბერი 2016 10:09
0
ალბათ ვაისი დააყენებს გუნდს
vaxvax
06 სექტემბერი 2016 10:06
0
რაუნდა ჭანტურიას მინდორზე და კვეკვე უნდა იჯდეს სკამზეეეეეეეეე???? ან დვალიშვილმა გოლი როდის გაიტანა გამახსენეთ რა...კაჭარავა,ქვილითაია,ზივზივაძე,საბა ლობჟანიძე,მარცვალაძე აგარ ჯობია დვალიშვილს?უუუუუუუუუუუუ
joni
06 სექტემბერი 2016 10:03
0
რაც ხალხია ის ფეხბურთია.
ვინც ქართული ფეხბურთის გაჭირვებას, ნაკრების ტრენერის შეცვლაში ან ცხადაძის დაბრუნებაში ხედავს, ან მიკერძოებულია ან იდიოტი.
haha
06 სექტემბერი 2016 09:57
0
ამისულასვილი იმენა მეტეორის ხვრელია დაცვაში... მადლობა ამისულაშვილს რომ მან ბევრი კარგი თამაში ითამაშა ნაკრებში...მაგრამ დროა სანამ ფეხბურთის თამაშს არ გაიხსენებს გვერდზე გადგეს
qomagi
06 სექტემბერი 2016 09:52
0
არიან ფეხბურთელები რომლებიც შეიძლება საკლუბო დონეზე ბრწყონავდნენ და ნაკრებში ვერა და პირიქით...ოქრიაშვილი ამის მაგალითია...ერთადერთი ფეხბურთელია რომელიც ნაკრებში ბრწყინავს და საკლუბო დონეს ვერ ქაჩავს...კაჭარავასაც ასეთი მონაცემები აქ და უნდა გამოიყენოს ეს ვაისმა
qomagi
06 სექტემბერი 2016 09:50
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული