"ათწლიანი კონტრაქტი არ მაქვს და ვიცი, რომ გულშემატკივარი დიდხანს ვერ მოითმენს..."

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ავსტრიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მედიასთან ისაუბრა.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- ჩვენმა მოთამაშეებმა იბრძოლეს და ცდილობდნენ, პირველ ტაიმში ცენტრალური მცველებისა და მეკარის მიერ დაშვებული პოზიციური შეცდომები გამოესწორებინათ. შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუმცა არა - თამაშით. როცა ავსტრია 2:0 დაწინაურდა, კარგი მომენტი შექმნა და ლორიამ გადაგვარჩინა.

ამის შემდეგ ჩვენ რეალური საგოლე მომენტები შევქმენით. იყო ბრძოლის ჟინი და ხარისხიანად თამაშიც
შევძელით. ეს მაიმედებს. თუ მთელი გუნდი მუშაობას ასე გააგრძელებს, წარმატებაზე ფიქრი შესაძლებელია.

ისიც გაითვალისწინეთ, რომ დღეს კანკავა, მჭედლიძე და აბურჯანია ვერ დაგვეხმარნენ, ოქრიაშვილიც მზად არ გახლდათ და, ფაქტობრივად, უვარჯიშებელმა ითამაშა. მაგრამ მოედანზე გასულმა თითოეულმა ფეხბურთელმა შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა...

საერთოდ, მეტოქისა და ჩვენი შესაძლებლობები უნდა გავითვალისწინოთ. შევადაროთ, მათი და ჩვენი ფეხბურთელები რომელ კლუბებში თამაშობენ. დაახლოებით იგივე შემადგენლობა დავაყენე, როგორც ესპანეთთან, ტაქტიკაც იგივე დავტოვე.

დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში მხარს გვიჭირდნენ.

- ბუბა დაუშვილი ნიკა კვეკვესკირს რატომ ამჯობინეთ?
- ჩემი აზრით, დღეს დაუშვილმა კარგად ითამაშა და დავალებები ზუსტად შეასრულა. მის მეწყვილედ კი კაშია იმიტომ დავაყენე, რომ ავსტრიას რამდენიმე მაღალი დონის შემტევი ჰყავს და მათი შეჩერება გვსურდა. სწორედ ამიტომ არ ვათამაშე კვეკვესკირი.

როგორც იქნა, ანანიძემ თავისი შესაძლებლობები ნაკრებშიც გამოავლინა, მაღალ დონეზე ითამაშა და ლამაზი გოლიც გაიტანა...

დაცვაში უხეში პოზიციური შეცდომები დავუშვით - პირველი გოლი სწორედ ამიტომ გავუშვით. ჩვენი ნაკრები "ბარსელონა" არ არის, შეტევებს მცველები რომ იწყებდნენ. როცა ბურთი ამოგვქონდა, ავსტრია მაღალ პრესინგს მიმართავდა, რაც დაუშვილისა და კაშიას ბურთით მომარაგებას ართულებდა.

- ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე უტევდა...
- მე კი მიმაჩნია, რომ შეტევები კომბინაციური ფეხბურთის შედეგი იყო.

- ცვლილებები ხომ არ დააგვიანეთ?
- ნაადრევი შეცვლები უფრო სარისკო იქნებოდა. ოქრიაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, 20 წუთზე მეტს ვერ ითამაშებდა. ცვლილებაზე ამიტომ შევიყვანე და თამაშის გამწვავებას ყველანაირად შეეცადა. სხირტლაძე კი, მეგონა, უფრო აქტიური იქნებოდა და შეტევებს გაამწვავებდა.

- ბოლო დროს, ამისულაშვილი ბევრ შეცდომას უშვებს...
- საკვალიფიკაციო ეტაპს მხოლოდ ახალგაზრდებით ვერ ვითამაშებთ. 10-წლიანი კონტრაქტი არ მაქვს და გულშემატკივრებს არც ექნებათ ისეთი მოთმინება, ნაკრებში მხოლოდ ახალგაზრდები რომ ვათამაშო და პერსპექტივაზე გავაკეთო გათვლა. ვფიქრობ, ამისულაშვილს ცუდად არ უთამაშია. გოლზე კი პოზიციურად მთელი დაცვის ხაზი შეცდა, მათ შორის - მეკარეც.

რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვით, თუმცა არ მახსოვს, ბოლო დროს საქართველოს ნაკრებს ასეთ ძლიერ მეტოქესთან ამდენი საგოლე მომენტი შეექმნას.

- ჭანტურია მეტოქეებს ხშირად ეკამათება. მასთან ამ თემაზე დალაპარაკებას აპირებთ?
- ჭანტურია ემოციური მოთამაშეა, ეს მისი ხასიათია და მე ვერ შევცვლი. თუმცა თამაშისადმი მიდგომა მინდა შევაცვლევინო და ვნახოთ, აქედან რა გამოვა - ის ნიჭიერია.

- არაბიძეს თუ იცნობთ?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ და ვაკვირდები. ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ძალიან დიდი ტალანტია. უახლოეს პერიოდში მამამისთან და შემდეგ თავად ფეხბურთელთან დალაპარაკებაც მსურს, რადგან გავიგე, რომ ასაკობრივ ნაკრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მსურს ვიცოდე, ნაკრებისთვის მზად თუ არის. გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 73 /
ეს კაცი მოაშორეთ, თუმცა რა მნიშვნელობაა ვინ იქნება, მკვდარს ვერავინ გააცოცხლებს!
იგ
06 სექტემბერი 2016 11:49
0
მომდევნო ორი თამაში გავქვს ირლანდიაში და უელსში საიდანაც ძალიან საეჭვოა თუნდაც ქულის წამოღება, ღემრთმა ქნას ვცდებოდე. უნდა მოხდეს სასწაული და ჩვენმა ლეგიონერებმა ამ ერთ ტვეში უნდა დაიმკვიდორნ კლუბებში ადგილი აკრიფონ სათამაშო პრაქტიკა და კიდე რაღაცის შანსი იქნება თუ ისე იამაშებენ როგორც მეორე ტაიმის 65-ე წუთიდან.
Eric cantona
06 სექტემბერი 2016 11:46
0
ესეთი ხო ქეცბაიაც გვყავდა 10 მცველით რომ თამაშობდა და როგორ დაასრულა კი ვიცით! ვინც ცხადაძე გაუშვა ის არის დასაჭერი!
დინამო
06 სექტემბერი 2016 11:41
0
ვაისმა რა ქნას როცა 3 მომენტიდან ვერცერთს ვერ ვიყენებთ რა გააკეთოს.ეს შესარჩევიც იედგაცრუებააა და დავიღალეთ ჩვენც.ცხადაძის დაბრუნება არის თუ არა შესაძლებელი და რა გზით?
Vito
06 სექტემბერი 2016 11:35
0
ფედერაციამ ბოდიში უნდა მოუხადოს ცხადაძეს და როგორმე დააბრუნოს ნაკრებში სასწრაფოდ!
რეზო
06 სექტემბერი 2016 11:33
0
ზოგადად ალბათ ჩემზე ბევრად კარგად ესმის ფეხბურთი ვაისს და რა თქმა უნდა პროფესიონალი მწვრთნელი მე არ ვარ, თუმცა კრიტიკა და საყვედურები იმდენი შეიძლება კაცმა ჩამოთვალოს რომ არ ეყოფა ეს გვერდი. 1. რა სისულელე იყო დვალიშვილის საერთოდ დაყენება ძირითადში და მითუმეტეს მარცხენა გარემარბად (და ვაკო ცენტრფორვარდად). 2. შეკაიდალოცვილიშვილო, გააანებეთთთთ ბიჭოოოოო ამ კაშიას ნახევარმცველად ("აპორნად") დაყენებას!!!! ჯერ ამ თემურამ იმენა შეგვისრულა ეხლა ამან. მოეშვით სხვა პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელების სხვაგან დაყენებას. 3. ვაკო არ არის ცენტრ ფორვარდი! 4. რას ერჩოდა სხირტლაძეს? 5. რა დაუშვილი რის დაუშვილი? კვევესკირი როგორ დატოვა სკამზე? 6. ამისულა საერთოდ უნდა ამოეგდო და კაშია უნდა ყოფილიყო მის პოზიციაზე (როგორც ბოლოსკენ ითამაშეს). 7. ესეთუ დაბნეული ლორია მე კაი ხანია არ მინახავს. 8. მოკლედ პირველ ტაიმში საშინელი შეცდომები დაუშვა მწვრთნელმა, მეორეში კიდე ოდნავ გამოასწორასავით, მაგრამ ხეირი ნოლი
ggg
06 სექტემბერი 2016 11:27
0
სრულიად ვეთანხმები QOMAGI-ს. მწვრთნელი იგებს და მწვრთნელი აგებს. სხირტლაძის ადგილი ნაკრებში არ არის ჯერ-ჯერობით, დვალიშვილი ვერ ქაჩავს, მაგრამ სხირტლაძისგან განსხვავებით პირველ ბურთს მაინც იღებდა და რამდენიმე მშვენიერად მოიგო კიდეც, მადლობა ამისულაშვილს ჩატარებული მატცებისათვის, მაგრამ აღარ შეუძლია, მერამდენედ უნდა გაეპაროს კაცი და შეცდეს. მშვენიერა ნავალოვსკი, ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ყოჩაღია, დაუშვილიც კარგია, ჯანო, კაშია, ვაკო, ოქრიაშვილმა რაღაც საშველი უნდა დააყენოს თავის თავს, საბა კვერკველია კარგია, ჯიღაური იმედის მომცემია და კარგად გამოუვიდა, ჭანტურიამ მეტიჩრობას უნდა დაანებოს თავი და ფინტიკლუშკობას და იშრომოს, თორემ არაფერი გამოუვა არასოდეს. ლობჟანიძე უკვე მოისუსტებს, ვერ ქაჩავს. კარგია ცისკარიძე, კვეკვესკირი, აბურჯანია. ძალიან გვაკლია კანკავა და მჭედლიძე. კობახიძეს შეუძლია თამაში და რამდენიმე სხვა ფეხბურთელი კიდევ შეირჩევა. დამიჯერეთ, სწორი მიდგომით და იმით, რომ ყოველ ფეხბურთელს თავის ადგილს უპოვი ნამდვილად იქნება შედეგი და თანაც მაღალი (ცხადაძემ მიაგნო რაღაც ოპტიმალურს). არის კიდევ ერთი უმთავრესი, თავი არ უნდა დაზოგონ ფეხბურთელებმა და ბოლომდე დაიხარჯონ.
giorgi
06 სექტემბერი 2016 11:19
0
სანამ უნდა ითამასშო მეორე ნომრათ, 2 0 ეგებდნენ და მიტო დაგვითმეს ბურთი რას ვერ ხვდები,,ტაკტიკა მაგარი გაკვს 6 მცველი რამბავია. მსოფლიო ნაკრებს ეთამაშებოდი...........
zviadi
06 სექტემბერი 2016 11:13
0
ამ ამისულაშვილს და ლობჟანიძეს ამდენ გინებად უღირთ ნაკრებში თამაში? ვინმე ახლობელი ან კეთილისმსურველი არ ყავთ დავიჯერო რომ უთხრან ამათი დრო დამთავრებულია!!!
musenbazi
06 სექტემბერი 2016 11:11
0
კარგიტ რა რამდენსაც უნდოდა გაიტანდა ავსტრია საგოლ იასჰვილი მუჯირი კალაზე კობიასჰვილი მალე ნოლი იქნება ტქვენი გვაცლი ქარტული პეხბურტისტვის რა კაცი გაუსჰვიტ ნაკრებიდან
Zura
06 სექტემბერი 2016 11:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული