ხინჩეგაშვილი, პეტრიაშვილი და კობიაშვილი "ქომაგების" ტრიბუნაზე [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების 5 სექტემბერს გამართულ მატჩს "დინამო არენაზე" ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი გენო პეტრიაშვილიც დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ორივე სპორტსმენმა ნაკრებს "ქართული სპორტის ქომაგების" ტრიბუნიდან უგულშემატკივრა. ეგ კი არა, რამდენჯერმე მათ გულშემატკივართა აყოლიება თავადაც სცადეს.

სხვათა შორის, ოლიმპიელების გარდა, "ქომაგების" ტრიბუნაზე 90 წუთი დაჰყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი ავსტრიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

-olympic-medalists-cheering-for-national-football-team.html" target="_blank">- Georgian Olympic medalists cheering for National Football Team
- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]
- ქართველი კალათბურთელების მხარდაჭერა ფეხბურთელებს და მზადება დიდი მატჩისთვის
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩემო კარგო,არა მარტო არჩილ ხოფერიას ტვინში გვაქვს ჩასახედი,არამედ,კობიაშვილის ტვინშიც საინტერესოა ჩახედვა,ასევე ყაველაშვილის ტვინშიც ძალიან მაინტერესებს შეჭვრეტა,რომელიც თურმე (სინამდვილეში თბილი სკამის დასაკავებლად იბრძოდა და სამართლიანობის ეტალონად გვაჩვენებდა თავს),სამართლიანობისთვის იბრძოდა და კობიაშვილის გამარჯვება თურმე სამართლიანი იყო არჩევნებში,მაგრამ დიდი იმედი მაქვს არჩევნების შემდეგ ჩავიხედავთ ამათ თვინებში და სხვა ბევრი ადამიანების თავებში შევიჭვრიტებით,რომლებსაც ქართული ფეხბურთის განვითარება კი არ აინტერესებთ,არამედ ადგილებზე მოჯდომა,დიდი ხელფასები და ფულების გათეთრებები,აი ესაა მათი მიზანი,თორემ ყაველაშვილები და ძმანნი მისნი ათეული წლებია შუაგულ ევროპაში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ და მათ რამის ნიჭი და ერთი ადგილი რომ ჰქონოდათ საქართველოში მათ ვინ გამოუშვებდა,იქვე იქნებოდნენ აღგზევებული,ამიტომ ხალხო ცოტა ტვინები ჩვენც გავანძრიოთ და ღირსეული ხალხი მოვიყვანოთ ფეხბურთის სათავეებში,თორემ სამუდამოდ ჩავიძირებით და დავრჩებით ფსკერზე და დავლპებით.
maradona-s
10:55 07-09-2016
0
არჩილ ხოფერიას... სანამ არ მოხდება ფეხბურთის დეკომერციალიზაცია,ხომ?.. კობიაშვილი კაი კაცია და საჩუქრად პარლამენტარობა,ხომ?.. ბატონო არჩილ,ერთი თქვენ ტვინში ჩამახედა...
maradona
10:19 07-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული