"ქართველების გუნდი საზარბაზნე ხორცად არ გამოდგება..."

AutoSharing Option
5 სექტემბერს, მუნდიალის პირველ შესარჩევ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები შინ 1:2 დამარცხდა ავსტრიასთან. საფეხბურთო ვებგვერდ futsall.at-ზე ავსტრიელმა ფანებმა საინტერესო კომენტარები დატოვეს:

- პანიკა კოლერის დაცვაში - ავსტრიული მედია საქართველო-ავსტრიაზე
- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

..."უნდა გვიხაროდეს, რომ ჩვენი მეტოქე საქართველო იყო. უფრო ძლიერი გუნდი ასეთი თამაშით აუცილებლად დაგვამარცხებდა"...

..."გოლში მეკარეს არ ვადანაშაულებ. უფრო მეტი პრობლემა ჩვენი ფეხბურთელების მეტისმეტად შიშნარევი თამაში იყო. საქართველო სახიფათოდ მარტო იმიტომ უტევდა, რომ მათი წინა ხაზის ფეხბურთელებზე ზეწოლა არ იყო, უფრო
აგრესიულად არ ვეთამაშებოდით.

ჩვენი დაცვა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. მიზეზი? ავსტრიის ნახევარმცველები დაცვაში ძალიან ნელა იხევდნენ. ამის შედეგად, დაცვასა და ნახევარდაცვას შორის დიდი ხვრელი წარმოიქმნა. პრობლემა გვემატებოდა, როცა საქართველო ფლანგებიდან სახიფათოდ გვიტევდა. ამას გარდა, ისინი ბურთსაც უკეთ ფლობდნენ. ჩემი აზრით, არადამაჯერებელ მოქმედებაში დამნაშავე ნახევარდაცვაა, რომელმაც ცუდად ითამაშა"...

..."მეორე ტაიმში მეტოქეს ბურთი ძალიან ბევრჯერ ჩავაბარეთ და ისინი დიდ უპირატესობას დაეუფლნენ. მათი მხრიდან დიდი ზეწოლა ამის შედეგი იყო"...

..."მეორე ტაიმში ალაბასა და ბაუმგარტლინგერის მომენტების შემდეგ შანსი აღარ გვქონია, არანაირი წესრიგი და სიმშვიდე, მეტოქე ძალიან მოგვაწვა"...

..."მხოლოდ მსაჯის სასტვენზე დავმშვიდდი: დამაჯერებლად ვერ მოვიგეთ, მაგრამ 3 ქულა კი მოვიპოვეთ. არა მგონია, საქართველოში ჩვენმა ყველა კონკურენტმა მოიგოს. მოლდოვასთანაც ასეთივე მინიმალური ანგარიშით მოვიგებთ. არადა, 3-4 წლის წინ ასეთ თამაშებს ვაგებდით"...

..."მე ერთი დავინახე, რომ საქართველო ამ ჯგუფში საზარბაზნე ხორცი არ იქნება! მისი არდაფასება არ შეიძლებოდა. ეს გუნდი ძალიან ტექნიკურია, საკუთარ მოედანზე კი - მეტისმეტად სახიფათო"...

* * *
futsall.at-თან საქართველოს ნაკრებზე ავსტრიელთა თავდამსხმელმა და მეორე გოლის ავტორმა მარკ იანკომაც ილაპარაკა:

"მიხარია, რომ მოგებაში წვლილი შევიტანე და ჩავარდნილი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გოლის გატანა მოვახერხე. მაგრამ ყველა სიხარულში დასაფიქრებელი მომენტიც არსებობს. თბილისში მოგება და 3 ქულის მოპოვება ადვილი არ ყოფილა.

ჩვენ საკმაოდ თვითკრიტიკულები ვართ და არ მიმაჩნია, რომ თბილისში ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენეთ. საქართველოსთან განსაკუთრებით მძიმე ბოლო წუთები გამოდგა. ამ ნაკრებს ასევე ძალიან დიდი ენერგია შეალიეს გერმანიამ და ესპანეთმა. პირველმა მოიგო, ესპანელები კი დამარცხდნენ.

ეს სხვა კალიბრის გუნდია, ვიდრე ჩვენ, მაგრამ იოლად ვერ დაამარცხებ. ამის მიუხედავად, მთავარი თბილისიდან 3 ქულის წამოღება იყო და ჩვენ ეს მოვახერხეთ. თუმცა, იქ დაშვებული შეცდომები კარგად უნდა გავაანალიზოთ", - ამბობს იანკო.

* * *
ავსტრიის ნაკრების თამაში საფეხბურთო მიმომხილველმა იაკობ ფაბერმა გააანალიზა და დაასკვნა, რომ საქართველომ მეტოქის სისუსტეებით ვერ ისარგებლა:

"საქართველომ ავსტრიის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მეტოქე არ იყო მზად, რომ ეს სისუსტეები გამოეყენებინა. მაგალითად, ბაუმგარტლინგერი და ალაბა ძალიან სიღრმიდან მოქმედებდნენ. ბავარიელი კი ხშირად მცველებს შორისაც იდგა, რასაც მარსელ კოლერი ვერ იტანს. მარცხენა მცველი მარკუს ზუტნერი შეტევაში იშვიათად ერთვებოდა და მეტოქეს სივრცეს უტოვებდა...

უცნაური იყო, რომ გოლის დროს იანკოს ხელი ვერ შეუშალეს ტანმაღალმა მცველებმა და დარტყმის საშუალება მისცეს...

ავსტრია 2:0 რომ დაწინაურდა, გამოჩნდა, რომ გუნდის უკან დახევა შეცდომა იყო. ქართველების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შესვენებაზე ტაქტიკური ცვლილებები და გადაადგილებები მოახდინა და ჩვენი გუნდის პრობლემები დაუნდობლად გამოაჩინა.

ნაწილობრივ, მეორე ნახევარმა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის მიერ უნგრეთთან დაშვებული შეცდომებიც გაგვახსენა - მაშინაც ავსტრიას 2 უხეში ტაქტიკური შეცდომა მოუვიდა. ერთი მხრივ, დაცვაში არასაკმარისად კომპაქტურად ვმოქმედებდით, ხოლო მეორე მხრივ, ხარვეზები იყო შეტევების ორგანიზაციაში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ნუ გაახურეთ საქმე. მთავარი შედეგიაააააა
Mtieli
23:22 07-09-2016
0
ოქრიასვილი იქნება კარგია სარბაზანე ხორცი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული