რამაზ მუმლაძე: თამაშს ერთი კაცი არ აგებს...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის შეფასება ვთხოვეთ ცნობილ სპეციალისტს რამაზ მუმლაძეს, ვისაც სხვადასხვა დროს არაერთი ქართული გუნდი გაუწვრთნია. მათ შორის - თბილისის "დინამო", "ტორპედო" და "ვიტ ჯორჯია"...

- საქართველოს ნაკრების თამაშით აღტაცებული არ ვარ. მხოლოდ ბოლო 15 წუთში ვნახეთ ფეხბურთი ეროვნული გუნდის შესრულებით. რა თქმა უნდა, ასეთ თამაშს ჰქონდა ობიექტური მიზეზები. სეზონი ახლა დაიწყო. ფეხბურთელები არ არიან ოპტიმალურ ფორმაში... ნახეთ, რამდენ ჩვენს მოთამაშეს აკლია სათამაშო პრაქტიკა...

საქართველოს ნაკრებისგან მეტს ველოდი, პირველ რიგში, შეტევაში. მესმის, რომ მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი შედეგზე გააკეთა, მაგრამ
ალბათ ურიგო არ იქნებოდა, თავიდან ცოტა მეტი რისკი ყოფილიყო ჩვენს თამაშში.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად შეირჩა საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა?
- ასეთ შემთხვევაში, მწვრთნელის კრიტიკას ვერიდები. ის გუნდის შიგნით ტრიალებს, ჩვენზე კარგად იცის შიდა სამზარეულო... მე ერთს ვიტყვი: თუ თორნიკე ოქრიაშვილს ასე თუ ისე შეეძლო 90 წუთის განმავლობაში თამაში, ის ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო.

რაც შეეხება ძირითად შემადგენლობაში საყრდენის პოზიციაზე ორი ჩამშლელის, კაშიასა და დაუშვილის დაყენებას, პირველი თამაში იყო ციკლის, ვაისის ოფიციალური დებიუტი და, როგორც ჩანს, მწვრთნელმა ჩათვალა, რომ ასე უფრო იოლი იქნებოდა დადებითი შედეგის მიღწევა.

- ავსტრიამ რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?
- მგონი, ავსტრია არ იყო ისეთი მრისხანე, როგორსაც ველოდით. ჩვენ ყოველთვის მეტი გვინდა... მიმაჩნია, რომ შეიძლებოდა დადებითი შედეგის მიღწევა, თუმცა ეს იყო ვაისის პირველი ოფიციალური თამაში და მისი კრიტიკის ქარცეცხლში გატარება არ ივარგებს.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- და მისი პირველი თამაშის მიხედვით სლოვაკ მწვრთნელზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ვაისი მაღალი დონის მწვრთნელია და ჩემთვის ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თამაშის მიმდინარეობისას არაერთ გადაადგილებას მიმართა და ამ გადაადგილებებმა უკეთესი გახადა საქართველოს ნაკრების თამაში. ვაისზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. როგორც მწვრთნელი მწვრთნელს, თამაშის პროცესში ვაკვირდებოდი მას და მომეწონა. უბრალოდ, ვისურვებდი ცოტა მეტ სითამამეს.

- საქართველოს ნაკრებში რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოარჩევდით?
- არ მიწყინონ სხვებმა, მაგრამ გურამ კაშიასა და ჯანო ანანიძეს გამოვარჩევდი. გავითვალისწინოთ ისიც, რომ კაშიამ მისთვის შედარებით უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა. მაინც არ მესმის, რატომ არ შეიძლება, კაშიამ საქართველოს ნაკრებში მუდამ ითამაშოს იქ, სადაც ყველაზე უკეთ გამოსდის გარჯა...

- ცენტრალური მცველის პოზიციას გულისხმობთ?
- დიახ...

- ავსტრიასთან ასე რომ ყოფილიყო, დაცვის ხაზში ნაკლები შეცდომა გვექნებოდა?
- შეცდომებისგან, ზოგადად, არავინაა დაზღვეული. უმაღლესი კლასის ოსტატები ცდებიან და ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს. მე არ ვეთანხმები აზრს, რომ, ვთქვათ, ამისულაშვილმა ან ვინმემ დაუშვა შეცდომა და ამიტომ წავაგეთ. თამაშს ერთი კაცი არ აგებს. თუ შეცდომაა, მთელი მექანიზმი ცდება...

- დაბოლოს, ფორვარდის პრობლემაზე უნდა გკითხოთ...
- იცით, მე მაინც მგონია, რომ არიან ფორვარდები... აგერ, ახლა ვკითხულობდი, მჭედლიძეს ოთხი გოლი გაუტანია ამხანაგურ მატჩში. მე მიმუშავია ოთარ მარცვალაძესთან და ვიცი, მას რამდენი შეუძლია... ალბათ, ახალგაზრდა ფორვარდებსაც უნდა მიეცეთ შანსი. ეს ხომ საქართველოა. არ შეიძლება, ამ ქვეყანაში არ იყვნენ გოლის ალღოთი დაჯილდოვებული ფეხბურთელები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
წავიდეს მცხეტიდან,,მხოლოდ ხელფას იხებს,,იმ ხელფასიტ კი სამი ფეხბურტელი მოყვანა სეიცლება,,ტუ არ წავა მივიდეტ და დაუყენოტ მოტხოვნა რომ წავიდეს,,
mcxeteli
20:54 19-09-2016
0
ტყუილად აწერინებს მუმლაცე ავტორს,,არცერტი გუნდი არასდროს დაუცახებს,,
fc.mcxeta
17:08 15-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული