ლევან ყენია: სამწუხაროდ, ეს სულ ძვირად გვიჯდება...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა ლევან ყენიამ ტრავმის გამო ავსტრიასთან საკვალიფიკაციო დაპირისპირება გამოტოვა.

ყენია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ნაკრებისთვის, რომელსაც მალე ორი ურთულესი გასვლითი შესარჩევი მატჩი ელის. ყენიასგან ყოველთვის მეტს ველით. მას ერთი პასით შეუძლია მოწინააღმდეგის მთელი დაცვის "მოჭრა", შეუძლია გოლის გატანა, ბურთის დაჭერა...

გუშინ "ლელო" პრაღის "სლავიას" შუახაზელს ჩეხეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა.

- უპირველეს ყოვლისა, ტრავმაზე უნდა გკითხოთ. როგორაა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ახლა უკეთ ვგრძნობ თავს. კუნთი მქონდა გაწყვეტილი და ამან არ მომცა საშუალება, ავსტრიასთან შეხვედრაში მეთამაშა. 4-5
დღეში სრულად დავიტვირთები. პრობლემა მოგვარებულია.

- ფაქტია, "სლავიამ" სეზონი მაინცდამაინც კარგად ვერ დაიწყო...
- კი, არცთუ კარგად დავიწყეთ სეზონი. მთავარი მწვრთნელი გუნდიდან გაუშვეს. ახლა "სლავიას" იაროსლავ შილჰავი ხელმძღვანელობს. ვნახოთ, რა იქნება. ფაქტია, გუნდს ძალიან სერიოზული მიზნები აქვს ჩეხეთის ჩემპიონატში.

- ცალკე უნდა გკითხოთ ევროპალიგაზე გუნდის ასპარეზობასთან დაკავშირებით...
- პირველი ორი რაუნდი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ პლეი ოფში "ანდერლეხტმა" გვაჯობა. ძლიერი გუნდია. მართლა გვაჯობეს, ვერაფერს ვიტყვი. არადა, გუნდის მიზანი ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრა იყო... სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

- ნახავდით ავსტრიასთან მატჩს. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- როგორც ყოველთვის: მომენტებში კარგად გამოვიყურებით, მომენტებში კი კონცენტრაციას ვკარგავთ. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ძვირად გვიჯდება...

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- მაინც, როგორი ფეხბურთის მიმდევარია ვლადიმირ ვაისი, რას ითხოვს ვარჯიშებზე?
- შემტევი ფეხბურთი უყვარს. არ უყვარს, როცა ვინმე ზედმეტად "ათრევს" ბურთს. სულ გვეუბნება, რომ წინ გავაკეთოთ პასი და რაც შეიძლება ნაკლები შეხებით ვითამაშოთ.

- მალე ორი უმძიმესი გასვლითი მატჩი ელის ნაკრებს...
- მართლაც, ძალიან რთული თამაშები გველის და იმედია, კარგ ფორმაში შევხვდებით უელსსა და ირლანდიასთან მატჩებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გაღალდის არის ეგ კაცი რა სულ პეხი აქვს მონგრეული
0
რამდენი რამე შესძლებია ყენიას და ჩვენ გვიმალავს
თამაზი
12:11 19-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული