არ დავკარგოთ! სჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებს ჯიქია, ვაჩიბერაძე, არაბიძე

AutoSharing Option
ეს ძალზე საჭირბოროტო საკითხია, რომელსაც გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით. ვგულისხმობთ ქართული ფესვების მქონე ფეხბურთელებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში თამაშობენ და ცხადია, ესეც რეზერვია საქართველოს ნაკრებისთვის.

დღეს ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეროვნული გუნდისთვის რომელიმე მათგანი დაიკარგოს. მაგალითად, ავიღოთ პერმის "ამკარის" მარცხენა მცველი გიორგი ჯიქია.

ვიცით, რომ ვლადიმირ ვაისი ინფორმირებულია ამ ფეხბურთელის შესახებ. ამბობენ, ჯიქია რუსულ პასპორტს ვერ ელევაო. რა თქმა უნდა, ჩვენთვ
ის ნაკრები პირველია და თავიდან ჭირს ასეთი მიდგომის ახსნა. ამის მიუხედავად, გიორგი ჯიქიას, შეიძლება, გაუგო. საქართველოს ნაკრებში თამაშით ის რუსეთში ლეგიონერის სტატუსს მიიღებს. ეს კი მის კარიერას კითხვის ნიშანს დაუსვამს.

მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ყოველთვის გარისკონ, როცა საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება. ჩვენთვის კი მთავარია, რომ ჯიქია ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ დაიკარგოს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ხომ არ იქნებოდა უპრიანი, კონკრეტულ შემთხვევაში, თუნდაც ფინანსური დაინტერესებისთვის მიგვემართა?

ჯიქია 22 წლისაა, მისი თამაში არაერთხელ გვინახავს და ორი აზრი არ არსებობს, ფასეული ფეხბურთელი იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. გიორგი ნავალოვსკი საიმედოდ დგას დაცვის მარცხენა ფლანგზე, მაგრამ რა იქნება მერე, როცა ის წავა? მომავალზე აქედანვე უნდა ვიფიქროთ.

ესეც არ იყოს, დღეს საქართველოს ნაკრებს ყველა პოზიციაზე სჭირდება ორი თანაბარი ძალის ფეხბურთელი. სწორედ ასე კეთდება კონკურენტუნარიანი გუნდი. მარცხენა მცველის პოზიციაზე (და კიდევ რამდენიმე პოზიციაზე) საქართველოს ნაკრებში ვერ არის იმხელა კონკურენცია, როგორიც უნდა იყოს. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელი.

* * *
ახლა კიდევ ერთ ქართველზე. ბექა ვაჩიბერაძის თამაში ვნახე ამას წინათ უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. უკრაინა ეთამაშებოდა ვარსკვლავებით გატენილ საფრანგეთს და 1:0 მოუგო.

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ძალაზე რომ წარმოდგენა შევიქმნათ, ფაქტებით ვილაპარაკოთ: ამ გუნდის შემადგენლობაში თამაშობდნენ "ლიონის" ლიდერი ტოლისო, "ატლეტიკოს" მცველი ერნანდესი, "პარი სენ ჟერმენის" ძირითადის ნახევარმცველი რაბიო... გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ მგონი, საჭირო აღარ არის.

ვინც იმ თამაშს უყურა, დამეთანხმება: ვაჩიბერაძე აშკარად საუკეთესო იყო უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. ბრძოლა, შექმნა - ამ ბიჭს ყველაფერი შეუძლია. მოკლედ, ჩამოყალიბებული, შემდგარი ფეხბურთელია.

ვაჩიბერაძეს კარგად თამაში რომ შეუძლია, ეს ზესტაფონშიც დამტკიცდა, სადაც არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებები დაზავდნენ. ბექა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე.

- U21. საქართველო-უკრაინა 3:3 - არეული, როგორც ამინდი [VIDEO]

ზუსტად ვიცი: მას შესთავაზეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, მაგრამ თავი შორს დაიჭირა. რა თქმა უნდა, როგორც რიგითი ქართველი ქომაგი, ძალიან გავბრაზდი მისი ამ ნაბიჯის გამო და, ალბათ, ჩემს მსგავსად, ბევრი გაბრაზდა.

- ბექა ვაჩიბერაძე: სფფ-ს მიწვევაზე ვუთხარი, რომ თამაშს უკრაინის სახელით ვაპირებ

ცოტა უკან დავიხიოთ. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა და როგორ იყო მაშინ, როცა ვაჩიბერაძემ დაიწყო კარიერა საქართველოში. იქნებ, მასზე წინ ვინმე სხვა დააყენეს, ვინც ამას ნაკლებად იმსახურებდა? რა თქმა უნდა, ეს არ გაძლევს უფლებას, რომ სამშობლოს გაებუტო. მაგრამ ზოგჯერ ჭირს წყენის დავიწყება. იმედია, ყველაფერი ეს დროებითია.

"თუ არ უნდა, კარგად იყოს" - ვაჩიბერაძის მიმართ ასეთი მიდგომა არ გამოგვადგება. ვნახოთ, რას იზამს ის მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებიდან მიუვა მიწვევა. ნაკრები მაინც სხვანაირი საჯილდაო ქვაა...

უკრაინის ნაკრებში მოხვედრა კი ძალიან რთულია. მით უმეტეს იმ პოზიციაზე, რომელზეც ვაჩიბერაძე თამაშობს. არც ის დავივიწყოთ, რომ ის ესპანური "ბეტისის" ფეხბურთელია. სევილიელები მონდომებით აწინაურებენ ახალგაზრდა კადრებს და არ უნდა გაგვიკვირდეს, ერთ დღესაც ბექას ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში თუ ვიხილავთ. საამისო რესურსი მას ნამდვილად აქვს.

* * *
რთული ხასიათი აქვს გიორგი არაბიძეს, თამაშის მანერა კი - გამოკვეთილად ინდივიდუალური. ამბობენ, ჭაბუკთა ნაკრებში არაბიძე უდისციპლინოდ მოიქცაო. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ გიორგი იმ ასაკშია, რომ ამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

არაბიძის სათამაშო მანერა ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის - მიუღებელი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ის ტალანტია და ჩვენი ფეხბურთისთვის არ უნდა დაიკარგოს. ჩვენ თუ დავკარგავთ, ამ შანსს უკრაინელები ხელიდან ნამდვილად არ გაუშვებენ.

დღეს ქართულ ფეხბურთში ბევრი ფეხბურთელი ჰგავს ერთმანეთს, არაბიძის თამაშს კი ნახავ და მახსოვრობაში ჩაგებეჭდება. მე ზოგი რამ არ მომწონს მის გარჯაში, მაგრამ ყველა თანხმდება იმაში, რომ საქმე გვაქვს თვითმყოფად ტალანტთან.

ბოლოს და ბოლოს, არ მგონია, დღევანდელ საქართველოში ვინმე ისე ასრულებდეს საჯარიმო დარტყმებს, როგორც არაბიძე. ეს კიდევ ცაკლე ნიჭია და არცთუ უმნიშვნელო ნიჭი. რას ვიზამთ, ნიჭიერებს ძალიან ხშირად თავისებური ხასიათი დაჰყვებათ ხოლმე. მწვრთნელი კი კარგი პედაგოგიც უნდა იყოს, ყველა ხასიათს რომ მოარგოს გასაღები.

ჩვენ რომ ტალანტები თავზე საყრელად გვყავდეს, ეს წერილი საერთოდ არ დაიწერებოდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან სულ სხვა რეალობაა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
რეალურად შევაფასოთ დღევანდელი სიტუაციაც და თუნდაც გავიხსენოთ ჩვენი ფებურთის ისტორიაც.ქართული ფეხბურთი ღრმა კრიზისშია 1982წლიდან!ბილოს მაღალი დონის საერთაშორისო მატჩი,როცა დიდი სათამაშო(!) უპირატესობა გვქონდა ძლიერ მეტოქესთან ჩავატარეთ 82წლის შემოდგომაზე ნაპოლისთან!ჩვენ საუკეთესო წლებშიც გვყავდა თერთმეტი ძირითადის ფეხბურთელი პლიუს ერთი–ორი სათადარიგო!მაღალი საერთაშორისო დონის მეორე გუნდი საქართველოში არასდროს არ ყოფილა!დღეს ნაკრებისთვის 22–25 მაღალი კლასის ფეხბურთელია საჭირო!ყველა საშუალებით უნდა მოვიხმოთ ნაკრებში მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაბადებული ქართველი ფეხბურთელები,რომელთა კლასი შეესაბამება მაღალ სანაკრებო დონეს!
ზაზა
17 სექტემბერი 2016 02:41
0
საქართველოს არ ყავს ნიჭიერი პეხბურთელები ეგ კარგად ვიცით მაგრამ თავს ვიჯერიანებთ რომ გვყვავს თუ გყვავს კიდევ არ ჩანენ არვიცი და ნაკრებში დამასი რატომ არ უნდათ გასაგებია არც მე ვითამაშებდი მათ ადგილზე
xxx
16 სექტემბერი 2016 21:23
0
ნუ თუ თვითონ არუნდათ თამაში დაძალება ზედმეტია ამშემთხვევაში. მასე ნაძალადევად მოწვეული ფეხბურთელი ვერასდროს ვერ ითამაშებს სათანადო სულისკვეთებით. ჯანომ ფოცხვერიამ და კიდე სხვებმა პატრიოტული სულისკვეთებით აირჩიეს საქართველოს ნაკრები და უარი თქვეს რუსეთში ძალიან დიდ ფუფუნებაზე მარა ყველას არაააქ ეს შემართება. გოგიას მაგალითი გაიხსენეთ კაცი გერმანიის ახალგაზრდულის წევრი იყო და არიქა. გაიგიჯა სფფ-მ თავი მარა იუკადრისა. გერმანიის მთავარ ნაკრებში მოხვედრის შანსი მაქო მარა სადაა ეხლა.
22
16 სექტემბერი 2016 20:41
0
ეს საქართველოა:))) ამდენი ნიჭიერი ბავშვი გყავდეს და ვერ ზრდიდე:))) ვითომ მწვრთნელებზე არაფერი დაგცდეთ და საზღვარგარეთ შემთხვევით თუ გაიზარდა ფეხბურთელი სასწრაფოთ აქეთ წამოსვლა ეხვეწეთ:)))
შოკირებული გულშემატკივარი
16 სექტემბერი 2016 20:09
0
მალადეც ჯანო რა გოლი ატაკა ორენბურგს ეხლა, საღოლ ნამდვილი საფეხბურთო სლემ დანქი შაესრულა ნაკრებშიც ხშირად შეგეგდოს ესეთი სილამაზის გოლები ეს რა გოლი იყო.
azurini
16 სექტემბერი 2016 19:36
0
ჯერ ერთი, არაბიძემ უარი თქვაო არ წერია არსად. მეორეც ფული უნდა მისცე იმას ვინც ჩამოსაყვანი გყავს და ვისაც არ უცხოვრია საქართველოში ეს უკიდურესი შემთხვევაა
moskovelo
16 სექტემბერი 2016 19:17
0
Dyablo -ს ძამი იმას კიარ ვამბობ რო არ გამოგვადგებათქო პირიქით გამოადგება მარა ფინანსური მხარე და ფულის გულისთვისთუ ჩამოვა სათამაშოთ მასე არ მინიდა,,,პირველ რიგში გულით უნდა უნდოდეს თამაში და იმშემთხვევში გამოადგება საერთოდ პრემიალური სისტემა ნაკრებში არუნდა იყოს და არც ლაპარაკი არუნდა იყოს ამაზე,,,,რაც შეეხება (ყრიან)ამააზე გაამახვილე შენ ყურადღება არ ვიცი ძმაო შენ მარა მე ვუყურებ ბიჯებს და ძაან მაგარტი ნიჭიერი ბავშვები არიან საქართველოში მარა პრობლემა იმაშია რო ვერ ზდიან იმიტომ რო არიციან მწთნელების კვალიფიკაცია უნდა ამახლდეს პირველ რიგში და მერე პირობები უნდა ქონდეს მშიერი ბავშვი ვერ ითამაშებს ფებღბურთს და პლიუს ამას ყველა ბავშთა სკოლა უნდა იყოს უფასო ასე რო ჩემო ძამია უნდა ძაან კაი ბიჯები იბადებიან მარა ვერ ვძდით და ესე პესიმისტურათ არუნდა უყურებდე Mტავარი რობლემაა ის რო ვერ ვიყენებ ვერ ვზდით ააბა ესპანთში 10 დან 7-ს გამოზრდიდნენ და კაი იგროკებს დააყენებდნენ
ქუთეისელი
16 სექტემბერი 2016 18:59
0
ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ ბიჭებს სადაც არ უნდა ითამაშონ იქ.ჩვენ კი რამდენი წელია უკვე,თუ ვინმე გამოჩნდა უცხოეთში ნორმალური ბიჭი მაშინვე იმაზე ვიწყებთ ყაყანს თუ საქართველოს ნაკრებში არ უნდა თამაში მოღალატეა მაგის ასე და ისე...იმის მაგივრად,რომ ადგილზე გაკეთდეს ბავშვთა ფეხბურთში სასიკეთო, რათა აქ გაიზარდონ კარგი ფეხბურთელები,რა ტალანტები გვაკლია?ქართული ფეხბურთის დღევანდელი დონე პირდაპირ პროპორციულია იმ ვაკხანალიისა რასაც დანგრეული მოედნები ქვია,იმ ბავშვების ცრემლიანი თვალების ვისაც "ცუდმა ძიებმა"საფეხბურთო სკოლები დაუნგრიეს.დღევანდელი ფედარაციის პრეზიდენტი (ვისი იმედიც მქონდა)პოლიტიკაში წასასვლელად ემზადება,(დიდი ალბათობით მოხვდება კიდეც)მერე მოვა სხვა,დაიწყება ისევ ახლიდან ყველაფერი,მერე არჩევნებიც მოვა ახალი და ა.შ.და ა.შ.
sake
16 სექტემბერი 2016 18:58
0
ქუთეისელს ვერ დაგეთანხმები სწორედაც რომ არ ყრიან დღეს საქართველოში ჯიქიას ნაირი შემტევი ფლანგის მცველები რის საფუძველზე აბრახუნებენ უაზროდ ამ სიტყვებს "ყრიან" რომ ეყარონ ამ სიტუაციაში არ იქნება ნაკრების სამარხვინო ქმედებები დაცვაში ცოტა ჭეშმარიტად იაზროვნეთ.
Dyablo
16 სექტემბერი 2016 18:11
0
ნამდვილად სწორია მეც ვაკვირდებოდი წინა სეზონში ჯიქიას პერმის ამკარში და ვფიქრობ აუცილებლად უნდა მოხერხდეს მასთან საქმიანი გასაუბრება ნაკრების ხელმძღვანელების მრხიდან ის ჩემი აზრით უალტერნატივო იქნება მისი სათამაშო მანერიდან სხარტი აზროვნებიდან და ასაკიდან გამომდინარე ჩვენ ნაკრებში მისით შევსება ერთი ორად გააძლიერებს ნაკრების აქილევსის ქუსლს რასაც დაცვიდან შეტევაში სწრაფი და ქმედითუნარიანი გადასვლა ქვია დათანხმების მთავარი დედა აზრი იმაში უნდა ჩადონ მომლაპარეკებლებმა რომ მისი სიძლიერის მიუხედავათ მას მინიმუმ 3-4 წელი არ მიეცემა შანსი რუსეთის ნაკრების თუნდაც გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრა ეს თითონაც კარგად ეცოდინება მიზეზთა გამო და ჩვენ ეხლავე შევთავაზოთ 23 კაციან სიაში მუდმივ მონაწილეობას და თავის წარმოჩინების შემთხვევაში რა თქმა უნდა ძირითადში ადგილს + შეიძლება მატერიალური სარჩოს ამოქმედებაც, ასეთი ქართველი ფეხბურთელი მარც: მცველის პოზიციაზე მე ჯერ არ მეგულება არც ახალგაზრდულებში სამწუხაროდ და მეორეს რაც შეეხება ვაჩიბერაძეს თვითონ აქვს ნათქვამი მე უკრაინამ ყველაფერი მომცა პროფესიულ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაშიო და ვფიქრობ ამაგის გამო თავს იკავებს ესე დემონსტრაციულად ადგეს და პირდაპირ საქართველოს ასაკ: ნაკრებში ითამაშოს აქედან გამომდინარე უნდა იეშმაკოს ნაკრების მწვრთნელმა და პირდაპირ ეროვნულში იხმოს ამ შესარჩევის შუა პერიოდში და თუ ამანაც შედეგი არ გამოიღო მაშინ შეგვიძლია ვაჩიბერაძე საქართველოს ნაკრების შესაძლო შემავსებლების სიიდან საბოლოოდ ამოვიღოთ, რაც შეეხება არაბიძეს საქმე აქ ყველაზე კარგადაა თითქმის დარწმუნებული ვარ ვაისი გიორგი არაბიძეს მომდევნო სანაკრებო მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში მას მოიწვევს და თვითონაც ერთი სული აქვს ეს დღე როდის დადგება, და კიდევ რუსეთის პირველ ლიგაში მუდმივად არის 2-3 ქართული ფესვების მქონე პერსპექტიული ფეხბურთელები რომლებსაც სათამაშო კონდიციები ხშირად ააქვთ იმ კლუბებში და არც მათი იგნორირება შეიძლება მაგალითად სანაიას და სხვების, უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეში ეს ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებში თამაშის შემთხვევაში იქიდან გომომდინარე რა დონის ჩემპიონატიც გვაქ და აქ მოთამაშე ფეხბურთელები ნაკრებს ვერაფერს დაატყობენ და ასაკობრივებშიც არ ჩანს პირდაპირ ვთქვათ რამოდენიმე ფეხბურთელის გამოკლებით ეხლა ეროვნულში გამქაჩავს უახლოეს მომავალში მაინც, ამიტომ ისინი აუცილებლად საგრძნობლად გააძლიერებს ჩვენ ნაკრებს და ამიტომ ამ ფეხბურთელებთან ყველა ღონე უნდა იხმარონ რომ მათ საქართველოს ნაკრების ფორმა მოირგონ ჩვენ ისინი დღეს გამოგვადგებიან და არა ხვალ წარმატებები.
azurini
16 სექტემბერი 2016 18:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული