შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში, 6 ოქტომბერს, დუბლინში, ირლანდიას დაუპირისპირდება, 9-ში კარდიფში კი - უელსს.
ფრანგული "რეიმსის" ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ვლადიმირ ვაისის გუნდს ავსტრიასთან 5 სექტემბერს ჩატარებულ თბილისურ შეხვედრაშიც გამოაკლდა, უარის მიზეზად ცუდ სათამაშო ფორმაში ყოფნას ასახელებს.
"სამწუხაროდ, არ ვარ სათამაშოდ მზად. გამეწელა ფორმაში შესვლის პროცესი. არც "რეიმსთან" ერთად ვვარჯიშობ. ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ვიტვირთები", - უთხრა 30 წლის ფეხბურთელმა გაზეთ "ლელოს".
ჯაბა
ჯაბა კანკავასთან სრულ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.