საქართველოსთან მატჩისთვის ირლანდიის გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი მატჩისთვის გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბერს დუბლინში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ირლანდია საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

ირლანდიელებს ტრავმის გამო "ევერტონის" 28 წლის ნახევარმცველი დარენ გიბსონი გამოაკლდათ. გიბსონის გარდა, ირლანდიელებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ასევე ევერტონელი ჯეიმს მაკარტი ვერ დაეხმარება.

ირლანდიელთა გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: დარენ რენდოლფი ("ვესტ ჰემი", ინგლისი), კეირონ ვესტვუდი ("შეფილდ უენსდი", ინგლისი), დენი როჯერსი ("ფალკირკი", შოტლანდია);
მცველები: სეიმუს კოულმენი ("ევერტონი", ინგლისი), საირუს
კრისტი ("დერბი", ინგლისი), საირან კლარკი ("ასტონ ვილა", ინგლისი), რიჩარდ კეო ("დერბი", ინგლისი), ალექს პირსი ("დერბი", ინგლისი), პოლ მაკშეინი ("რედინგი", ინგლისი), ჯონ ოში ("სანდერლენდი" ინგლისი), შეინ დაფი ("ბლექბერნი", ინგლისი), კირან კლარკი ("ნიუკასლი", ინგლისი), მარკ უილსონი ("დამბარტონი", შოტლანდია), სტივენ უორდი ("ბარნლი", ინგლისი);
ნახევარმცველები: ეიდენ მაკგიდი ("შეფილდ უენსდი", ინგლისი), ჯეიმს მაკლინი ("ვესტ ბრომვიჩი", ინგლისი), გლენ უელენი ("სტოკ სიტი", ინგლისი), ჯეფ ჰენდრიქსი ("დერბი", ინგლისი), სტივენ კეინი ("რედინგი", ინგლისი), დევიდ მეილერი ("ჰალ სიტი", ინგლისი), კონორ ჰარიჰეინი ("ბარსნლი", ინგლისი), ჰარი არტერი ("ბორნმუთი", ინგლისი), იუნან ოკეინი ("ლიდსი", ინგლისი), სტივენ გლისონი ("ბირმინგემი", ინგლისი), კალუმ ოდაუდა ("ბრისტოლი", ინგლისი), რობი ბრეიდი ("ნორვიჩი", ინგლისი), უესლი ჰულეჰანი ("ნორვიჩი", ინგლისი), ენტონი პილკინგტონი ("კარდიფი", ინგლისი), ჯონი ჰეისი ("აბერდინი", შოტლანდია);
თავდამსხმელები: შეინ ლონგი ("საუთჰემპტონი", ინგლისი), დერილ მერფი ("იფსვიჩ თაუნი", ინგლისი), კევინ დოილი ("კოლორადო რეპიდსი", აშშ)
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გამგელებული იერები აქვთ ტიპიური ირლანდიელები.
Dyablo
20:34 23-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული