საქართველოს ნაკრებს ირლანდიასა და უელსთან ვერც ნიკა კვეკვესკირი დაეხმარება

AutoSharing Option
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. ვლადიმირ ვაისის გუნდს ირლანდიასა და უელსთან მატჩებისთვის ნიკა კვეკვესკირი ვერ დაეხმარება.

ქართველი ფეხბურთელი ორი კვირის წინ მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობის კურსს გადის, თუმცა მედიკოსთა განცხადებით, ფეხბურთელი 6 და 9 ოქტომბრის მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში ვერ იქნება.

შეგახსენებთ,რომ ტრავმისა და არასასურველი სპორტული ფორმის გამო ეროვნულს ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერც ლევან ყენია, ოთარ მარცვალაძე და ჯაბა კანკავა დაეხმარებიან.

ირლანდიასთან და უელსთან თამაშებისთვის მოსამზადებელ ეტაპს ჩვენი გუნდი 3 ოქტომბერს დუბლინში დაიწყებს. ამ დროისთვის ეროვნული
გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში 25 ფეხბურთელია.

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები:
უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)

ნახევარმცველები:
ბუბა დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).
მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამოელები ნაკლებად იქნებოდნენ ნაკრებში ცხადაძე რომ ყოფილიყო.ცხადაძე არავის არ მისცემს იმის უფლებას რომ მართონ და არ გააჩერეს ნაკრებში აქ ხო მწთვნელი არ აყენებს შემადგენლობას და არ იძახებს ფეხბურთელებს
სურა
25 სექტემბერი 2016 22:34
0
ზოგი ვერ არის თავის მატორზე. რა დამორჩილება, რაის დინამო-ეტყობა ამინდი რომ იცვლება თავშიც რაღაც ცვლილებები ხდება.
haha
25 სექტემბერი 2016 13:08
0
ცხადახე ვერ დაიმორჩილეთ ხო და ვასი ,ადვილად სამართი მოიყვანეთ რათა დინამოელებს ეთამაშათ და უეფაზე გასული ფეხბურთელი დაგესვათ სკამზე.ვაი საცოდავო საქართველო აი ასეთებზეა ნათქვამი და თქვენაირებზე
Amira
25 სექტემბერი 2016 11:42
0
სურა გეტანხმები აბსოლუტურად,კვეკვესკირი ერთერთი ლიდერია ამ ფორმაციის ნაკრების
bacho
24 სექტემბერი 2016 17:38
0
რო გყავდა კარგ ფორმაში მაშინ არ გამოგიყენებია უდაოდ საჭირო კაცი,ვინც მოედნის ხედვის 99% აქვს ,შეტევის დამწყება ,ზუსტი პასსი და სწრაფი გადასვლა.რაც აკლდა ნაკრებს.
Sura
24 სექტემბერი 2016 16:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული