საქართველოს ნაკრები: ვლადიმირ ვაისი ერთი დებიუტანტით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაასახელა გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ირლანდიასა (6 ოქტომბერი, 22:45) და უელსთან (9 ოქტომბერი, 20:00) საგარეო მატჩებისთვის მოემზადება.

სანაკრებო სიაში ერთადერთი დებიუტანტია - ბელარუსის ბატე-ს 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ვაკო გვილია, ვინც შესანიშნავი იყო ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გამართულ ბოლო მატჩებში.

ირლანდიასა და უელსთან შეხვედრებში ნაკრებს ტრავმების გამო ლევან ყენია და ნიკა კვეკვესკირი დააკლდებიან, ხოლო გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა უთამაშებელია, ფორმაში არ არის და როგორც თავად თქვა "ლელოსთან" ინტერვიუში, ამ მომენტისთვის ნაკრებს
ვერ დაეხმარება.

- "ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, ასეთ ფორმაში მყოფი მოედანზე ვერ გავალ"

ვაისისეული გაფართოებული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები:
უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ბუბა დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი (ყველა - დინამო თბ), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი).

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბ), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).

მინუს გიბსონი და მაკარტი
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა, რომელმაც იქაურ საფეხბურთო ასოციაციასთან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე გააგრძელა კონტრაქტი, ის ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვასთან მუნდიალის შესარჩევ შეხვედრებში ქვეყნის ღირსებას დაიცავენ.

ისევე, როგორც ჩვენი ნაკრების შემთხვევაში, ირლანდიელთა შემადგენლობაც გაფართოებულია და აუცილებლად გაიცხრილება.

საქართველოსთან მატჩში ონილს ორი მნიშვნელოვანი ფიგურა დააკლდება - "ევერტონის" 28 წლის ნახევარმცველი დარენ გიბსონი და ამავე გუნდის კიდევ ერთი შუახაზელი, 25 წლის ჯეიმს მაკარტი.

ონილის სრული სია კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: დარენ რენდოლფი (ვესტ ჰემი, ინგლისი), კეირონ ვესტვუდი (შეფილდ უენსდი, ინგლისი), დენი როჯერსი (ფალკირკი, შოტლანდია);

მცველები: სიმუს კოულმენი (ევერტონი, ინგლისი), რიჩარდ კეო, ალექს პირსი, საირუს კრისტი (ყველა - დერბი, ინგლისი), სერან კლარკი (ნიუკასლი, ინგლისი), პოლ მაკშეინი (რედინგი, ინგლისი), ჯონ ოში (სანდერლენდი, ინგლისი), შეინ დაფი (ბლექბერნი, ინგლისი), მარკ უილსონი (დამბარტონი, შოტლანდია), სტივენ უორდი (ბარნლი, ინგლისი);

ნახევარმცველები: ეიდენ მაკგიდი (შეფილდ უენსდი, ინგლისი), ჯეიმს მაკლინი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), გლენ უელანი (სტოკი, ინგლისი), ჯეფ ჰენდრიქსი (დერბი, ინგლისი), სტივენ კეინი (რედინგი, ინგლისი), დევიდ მეილერი (ჰალი, ინგლისი), კონორ ჰარიჰეინი (ბარნსლი, ინგლისი), ჰარი არტერი (ბორნმუთი, ინგლისი), იუნან ოკეინი (ლიდსი, ინგლისი), სტივენ გლისონი (ბირმინგემი, ინგლისი), კალუმ ოდაუდა (ბრისტოლი, ინგლისი), რობი ბრეიდი, უესლი ჰულაჰანი (ორივე - ნორვიჩი, ინგლისი), ენტონი პილკინგტონი (კარდიფი, უელსი/ინგლისი), ჯონი ჰეისი (აბერდინი, შოტლანდია);

თავდამსხმელები: შეინ ლონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), დერილ მერფი (იფსვიჩი, ინგლისი), კევინ დოილი (კოლორადო, აშშ).

რემზი გამოირიცხა?
დიდია შანსი, უელსის ნაკრებს 6 და 9 ოქტომბერს ავსტრიასა და საქართველოსთან გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში ერთ-ერთი ლიდერი, "არსენალის" 25 წლის ნახევარმცველი აარონ რემზი დააკლდეს.

ის დაშავებულია და ამიტომაც ვერ ითამაშა მოლდოვასთან პირველი ტურის შეხვედრაში.

უელსელებს იმედი ჰქონდათ, რომ რემზი საქართველოსთან მატჩისთვის მაინც მოასწრებდა გამოჯანმრთელებას, მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს თითქმის გამორიცხულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
თუ პაპუნაშვილს და პარუნაშვილს იძახებენ არაბიძე ან ჭანტურია რატომ არ უნდა გამოიძახოო? არ მესმის :(((
Tamo
23:15 29-09-2016
0
რა არ მოგეწონათ ჩემი გუშინდელი კომენტარის?! თუ გზაში დაგეკარგათ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული