09:31 04-10-2016
საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დუბლინში დაიწყო [VIDEO]
AutoSharing Option
ვლადიმერ ვაისის გუნდმა 3 ოქტომბერს ადგილობრივი კლუბის, "მალაჰაიდ იუნაიტედის" მოედანზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იყო. გიორგი მაკარიძე, საბა კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე ეროვნულ ნაკრებს დღის ბოლოს შეუერთდნენ.
ამ ეტაპზე ირლანდიასთან და უელსთან გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და დუბლინში დაგეგმილი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება. შეგახსენებთ, რომ ნაკრებს ტრავმების და არასასურველი სავარჯიშო კონდიციების გამო ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია და ოთარ მარცვალაძე ვერ დაეხმარებიან.
ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება დუბლინის "ავივას" სტადიონზე 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი).
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი).
ნახევარმცველები: ბუბა დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი).
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).
წყარო: GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 19 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვაისმა ავსტრიასთან არასწორი შემადგენლობა დააყენა ახლა ვნახოთ როგორ შემადგენლობას დააყენებს.ჭანტურია აუცილებლათ უნდა გამოეძახა ფორმაში შედის როგორც იქნა.საერთოდ ეს 2 თამაში ბევრ რამეს გვიჩვენებს თუ სად ვიმყოფებით დღეს.ბრძოლა კი ყველა გუნდთან შეიძლება, მაქსიმუმი უნდა დადონ.
0
0
ეეეეეჰჰჰჰ!!!!!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული