"ირლანდიის ნაკრები, ალბათ, ის გუნდია, რომელიც ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს. არის სტაბილური ნაკრები ევროპაში, რომელიც თამაშობს კარგ ფეხბურთს. რამდენჯერმე ვეთამაშეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ დადებითი შედეგი არ გვქონია, მაგრამ იმედი მაქვს, ამ მატჩით მოვახერხებთ დადებითი შედეგის მიღწევას, რადგან ვფიქრობ, ეს შეგვიძლია.
თუ იგივე თამაში ვაჩვენეთ, რაც ავსტრიასთან მატჩის მეორე ტაიმში ვითამაშეთ, შეგვიძლია კარგი შედეგი ვაჩვენოთ.
რაც შეეხება გუნდს, არის ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რასაც მივესალმები, რადგან ახალგაზრდები ენერგიას
ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძლიერია, ამიტომ ორთაბრძოლებში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შეიძლება ტექნიკურად ვაჯობოთ, მაგრამ საჰაერო დუელები და საჯარიმოში ორთაბრძოლები აუცილებლად უნდა მოვიგოთ".
- საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დუბლინში დაიწყო [VIDEO]
ეს ხუმრობით მაგრამ ჩვენი სტოპერები ყველა დონის თამაშებში ისეთ ელემენტარულ შეცდდომებს უშვებენ,სისტემატურად და გამოსწორებისაკენ ყოველგვარი სწრაფვის გარეშე,რომ ძალიან მეშინია მთლად არ გაგვათახსირონ.
ღადაობს თუ რამსები აერია.